მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
tempus HESDeSPI European Commission TEMPUS
 
 
პროექტი ტემპუსი
 
მთავარი გვერდი >> ღონისძიებები
ღონისძიებები

2010 წლის 9-11 სექტემბერს პორტუგალიაში ქ. ბრაგას მინოს უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის  ”უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის” (#159338–TEMPUS–1-2009-1-LV-TEMPUS-SMHES) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე რომეო გალდავა  და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნანა მაზმიშვილი.

9 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში, რომელსაც ესწრებოდნენ მინოს უნივრსიტეტის მხრიდან ოფისის ხელმძღვანელი ადრიანა ლაგო დე კარვალიო  და პროექტის კოორდინატორი  მანუელ ფილიპე  მარტინოს კოსტა, ხოლო პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების  მხრიდან უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია მინოს უნივერსიტეტის შესახებ, სადაც წარმოდგენილიქნა ინფორმაცია უნივერსიტეტის ისტორიის, სტრუქტურის, სასწავლო პროცესის, ფაკულტეტების, კვლევების, სწავლების ინტერნაციონალიზაციის, სტუდენტთა  აქტივობებისა და მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისი მასალა გადმოგვეცა როგორც  ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების გაზიარებისა და პროექტის ფარგლებში შედარებითი ანალიზის გაკეთების თვალსაზრისით.

10 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა მინოს უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე, რომელსაც ესწრებოდნენ კურიკულუმის კვლევებისა და განათლების ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორები მარია ფლორესი და მარია პალმირა ალვესი.  შეხვედრაზე განხილულიქნა ბოლონიის პროცესის ფარგლებში უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების აუცილებლობის, საკრედიტო სისტემის, მოქნილი სასწავლო პროცესის აგების, განათლების აღიარების, კურიკულუმის დახვეწის საკითხები, ამ სფეროში არსებული  პრობლემები და გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო დასაქმების პრობლემებს, შრომის ბაზრის კვლევის საკითხებს. შეხვედრაზე სპეციალური მოხსენებები აღნიშნულ საკითხებზე გააკეთეს განათლების ფაკულტეტის დოქტორანტებმა.

11 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი,  ქალბატონი მარია  ედუარდა ქეატინგი და მისი თანაშემწე. შეხვედრაზე წარმოდგენილიქნა ინფორმაცია ფაკულტეტის სტრუქტურის შესახებ, ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ენების შემსწავლელი ცენრტის  ფუნქციონირებისა და უცხო ენების სწავლების საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია კულთურათაშორისო კომუნიკაციების განვითარების თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პროექტის მიზანს სწორედ ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სოციალური კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს.


 

 



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა