მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
tempus HESDeSPI European Commission TEMPUS
 
 
პროექტი ტემპუსი
 
მთავარი გვერდი >> ღონისძიებები
ღონისძიებები

2010 წ. 13-17 სექტემბერს, “ტემპუსის” პროგრამის პროექტის “უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის” ფარგლებში ბოლონიის უნივერსიტეტს (იტალია) ეწვია პროექტის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, სოციალურ და კულტურულ მეცნიერებებეთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებისა და სასწავლო პროგრამების გაცნობის მიზნით. მოწვეული ქვეყნები წარმოდგენილი იყო უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და საქართველოს სახით. უკანასკნელს წარმოადგენდნენ პროექტის კოორდინატორი საქართველოში პროფ. ინდირა ძაგანია-ჩოჩუა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ასისტენტ-პროფესორი ნინო აროშიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
სამუშაო პროგრამის დასაწყისში ზოგადად იყო აღწერილი ბოლონიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პროცედურები, რის შემდეგაც უფრო დეტალურად დახასიათდა ფაკულტეტები და დეპარტამენტები, მათი სტრუქტურა, ფუნქციები და კურიკულუმები. აქცენტი გაკეთდა ორ დეპარტამენტზე, რომლებიც წარმოადგინეს სოციოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ბოლონიის უნივერსიტეტის პრორექტორმა საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმხებლემა პირმა პროფესორმა კარლა სალვატერამ, წევრი ქვეყნების შესაბამის საგანმანათლებლო ერთეულებთან შედარების მიზნით. იტალიური ლიტერატურის დეპარტამენტის პროფ. ფაბრიციო ფრაზნედის და ნივა ლორენზინისთან, ფილმების რესტავრაციის ცენტრის ლაბორატორიისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან გამართულ მომდევნო შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კურსდამთავრებულთა ცოდნის გამოყენების შესაძლებლობებსა და მათი შემდგომი მიღწევების მაგალითებზე.
შეხვედრები ჩატარდა ინტერაქტიული პრეზენტაციების სახით, შემდგომი განხილვებისა და ანალიზით, რამაც ხელი შეუწყო წარმოდგენილი ინფორმაციის გადასინჯვას, დეტალური ანალიზსსა და გამოცდილების გაზიარებას.
ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული და პროექტთან კავშირის თვალსაზრისით ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც გამოირჩეოდა სხვა შეხვედრებს შორის, გახდა ბოლონიის 2010 წ. კონფერენცია: “ევროპის უმაღლესი განათლების სფერო: სამომავლო პერსპექტივები”. კონფერენცია ეხებოდა ბოლონიის პროცესის საერთო  შედეგებს, მის ირგვლივ წარმოშობილ დადებით და უარყოფით დამოკიდებულებას და შესაძლო განვითარების გზებს, ხოლო კონფერენციის ფარგლებში მიმოხილული იყო “ალმალაურელიას” კონსორციუმის მუშაობის შედეგი – მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს იტალიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას, მათი დასაქმების, კონკურენტუნარიანობის ანალიზს და ინტერპრეტაციას და სხვ. ეს ასევე გახდა სამუშაო პროგრამის ერთგვარი დამასრულებელი ნოტა შემდეგ დღეს.მთლიანობაში, სამუშაო ვიზიტმა, რომლის მონაწილეებმა, საგანმანათლებლო იერარქიის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, გააშუქეს პროექტის ამოცანებთან უშუალოდ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული საკითხები, ხელი შეუწყო საერთო საგანმანათლებლო სისტემის უკეთ გაგებას, განსაკუთრებუოლი ყურადღების დათმობით ჰუმანიტარულ მეცნიერებებისთვის, სტუდენტთა პერსპექტივებისა და შესაბამის სფეროებში მათი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობებისთვის, რაც HESDeSPI-ის პროექტის უშუალო ყურადღების საგანს წარმოადგენს
.

    


 

 



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა