მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 
tempus HESDeSPI European Commission TEMPUS
 
 
პროექტი ტემპუსი
 
მთავარი გვერდი >> ღონისძიებები

ღონისძიებები

შეხვედრა ტემპუსის პროექტის ჯგუფის წევრებთან - 10 აგვისტო 2012 წელი
ტემპუსის პროექტის “უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის” (HESDeSPI-ის კოორდინატორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ინდირა ძაგანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართულ ოთხდღიან სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის შიდა მონიტორინგი განხორციელდა და სამომავლო გეგმები და ტემპუსის პროექტის HESDeSPI-ის შემაჯამებელი კონფერენციის ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებები განისაზღვრა. პროექტი მიზნია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და განათლების პროცესში სოციალური პარტნიორების ჩართვა.

ბოლონიის უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა - 21 იანვარი 2012 წელი
ბოლონიის უნივერსიტეტში TEMPUS HESDeSPE პროექტის „უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“ ფარგლებში, ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორი მარინე აროშიძე და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები: ეკონომიკისა და სოციალური სამსახურის უფროსი ირაკლი კაცაძე და ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნანა მაზმიშვილი ესწრებოდნენ. პროექტის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებთან და განათლების სამინისტროებთან, ბოლონიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, პროექტში სოციალური პარტნიორების ჩართულობა და მომავალი წლის სამუშაო გეგმა. შეხვედრის ბოლოს ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორებმა რობერტო რიგიმ და სტეფანო გრატიმ 2011 წლის ნოემბერში, პროექტის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის შედეგები წარადგინეს, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოს განათლების სისტემის გაცნობა და განათლების სტანდარტების ევროპის განათლების სტანდარტებთან მიახლოების დონის განსაზღვრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე უკვე დაინერგა ისეთი სასწავლო კურსები, როგორიცაა საბაკალავრო პროგრამა „ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება“ და „ადამიანური რესურსების მართვა“, ხოლო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტშო - საბაკალავრო პროგრამა „კულტურის მენეჯმენტი“. შეხვედრას პროექტის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროექტის კოორდინატორი პროფესორი ინდირა ძაგანია და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი მანანა კუპრავა ესწრებოდნენ.

21.11.2011
2011 წლის 17-20 ნოემბერს, Tempus-ის პროექტის ფარგლებში, შოთა რუსტაველის  სამუშაო ჯგუფის მენეჯერი ეწსრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშi ჩატარებულ შეხვედრას იტალიელ პარტნიორებთან  ბოლონიის უნივერსიტეტიდან _ პროფესორები რობერტო რიგი (Tempus-ის კოორდინატორი) და სტეფანო გრანდი.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - 27 ივნისი 2011 წელი
საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას, ადამიანთა რესურსის მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და კულტურის სფეროს განვითარების საკითხებს მიეძღვნა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის“. კონფერენცია ტემპუსის საგრანტო პროექტ HESDeSPI- ის ფარგლებში ჩატარდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ხუთი დღის განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, აჭარის ხელოვნების მუზეუმსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობდა. კონფერენცია რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აიდა აბუსერიძემ, საგრანტო პროექტ HESDeSPI -ის კოორდინატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ინდირა ძაგანიამ, პროექტის სამუშაო ჯგუფის მენეჯერმა, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ და სამუშაო ჯგუფის წევრმა, მწრთვნელ-მკვლევარმა, რსუ-ს სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე აროშიძემ გახსნეს.

15.06.11
2011 წ. 04-12 ივნისს Tempus-IV-ისფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ას.პროფ. ა.არძენაძემ და პროფ. მ.აროშიძემ ჩაატარეს ტრენინგები თემაზე
„კულტურათშორისი კომუნიკაცია“.

15.06.11
2011 წ. 04-12 ივნისს Tempus-IV-ისფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში პროფ. ე.მესხიამ და მ.ბაგრატიამ  ჩაატარეს ტრენინგები თემაზე „კულტურის მენეჯმენტი“ და „ადამიანთა რესურსის მენეჯმენტი“.

06.06.11
2011 წ. 21-29 მაისს Tempus-IV-ისფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ას.პროფ. მ.ლორიამ და ას.პროფ. გ.მასალკინმა ჩაატარეს ტრენინგები თემაზე „თანამედროვე ტექნოლოგიები ჰუმანიტარულ სფეროში“.

18.05.2011
2011წ. 2-15 მაისს Tempus-IV-ისფარგლებშიიტალიაში (ბოლონიის უნივერსიტეტში) აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფილოლოგიის დოქტორი ირმა ზაქარაია (სოხუმი სსახელმწიფო უნივერსიტეტი) და ასისტენტ- პროფესორი ნინო აროშიძე (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).


15.05.2011
Tempus-IV-ისფარგლებში 2011 წლის 2-13 მაისს ლატვიაში ჩატარდა აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სომხეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოდან ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რომეო გალდავა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანზორ ბერიძე.

05.05.2011
2011წ. 2-15 აპრილს Tempus-IV-ის ფარგლებში პორტუგალიაში ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი. საქართველოდა ნ ტრენინგში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი  გვანცა ჯიჩოშვილი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მასალკინი.

22.09.2010
2010 წელს 22 სექტემბერს "ტემპუსის" პროგრამის პროექტის "უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის" ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ტემპუს პროექტების კოორდინატორი ფრანც შტაიდელე და ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.


2010 წ. 13-17 სექტემბერს, “ტემპუსის” პროგრამის პროექტის “უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის” ფარგლებში ბოლონიის უნივერსიტეტს (იტალია) ეწვია პროექტის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, სოციალურ და კულტურულ მეცნიერებებეთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მეთოდოლოგიებისა და სასწავლო პროგრამების გაცნობის მიზნით. მოწვეული ქვეყნები წარმოდგენილი იყო უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და საქართველოს სახით. უკანასკნელს წარმოადგენდნენ პროექტის კოორდინატორი საქართველოში პროფ. ინდირა ძაგანია-ჩოჩუა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ასისტენტ-პროფესორი ნინო აროშიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან >>>

2010 წლის 9-11 სექტემბერს პორტუგალიაში ქ. ბრაგას მინოს უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის  ”უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური კავშირების გაუმჯობესებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის” ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე რომეო გალდავა  და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნანა მაზმიშვილი >>>


10 აგვისტო 2010 წელი.ტემპუსის პროექტის - HESDESPI კოორდინატორმა საქართველოში, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესა და პროფესორ-მასწავლებლებს ტემპუსის პროექტის სამუშაო გეგმა და კვლევის უახლესი პერსპექტივები გააცნო. რსუ ტემპუსის პროექტის ,,უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის“(HESDESPI) წევრია და მიზნად ისახავს უმაღლესი ჰუმანიტარული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.



2010 წლის მარტში ბრიუსელში შედგა ტემპუსის პროექტის “უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის” (HESDeSPI) წევრების პირველი საკოორდინაციო შეხვადრა, რომელსაც ესწრებოდა პროექტის კოორდინატორი საქართველოში ინდირა ძაგანია.

13-14.05.2010 წ. ლატვიაში ქალაქ რიგაში “რივალ” ოტელში ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის ინსტიტუტმა (ISMA) ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ტემპუსის პროექტის “უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის” (HESDeSPI) შეხვედრას ესწრებოდნენ ყველა პარტიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი ინფორმაცია ყველა პარტნიორ უნივერსიტეტზე (იხილეთ სლაიდ-შოუ ბათუმის უნევერსიტეტი), სნიედძე იომამ წარმოადგინა ISMA-ს პირველადი კვლევის მოკლე კომენტარი და სამუშაო პაკეტების სტატუსი. შეხვედრაზე იყო განხილული კვლევის განვითარების ძირითადი სქემა. ბოლონიის უნივერსიტეტის კოორდინატორმა რობერტო რიგნი წარმოადგინა მიზანმიმერთული კვლევის მოდელი (იტალია). აგრეთვე იყო განხილული ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხები.
საქართველოდან შეხვედრას ესწრებოდნენ:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – ინდირა ძაგანია, რომეო გოლდავა და გვანცა ჭიჭოშვილი.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – მარინე აროშიძე.

 

 



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა