მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
 

























23 მაისი 2014 წელი
სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

დასრულდა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. საჯარო სამართლისა და სისხლის სამართლის სექციებში მომავალმა სამართალდამცავებმა ნაშრომები წარმოადგინეს დარგის მნიშვნელოვან საკითხებზე. სპეციალურმა ჟიურიმ საჯარო სამართლის სექციაში პირველობა თემურ აბაშიძეს მიაკუთვნა მოხსენებისათვის: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან საქართველოს ზოგიერთი კანონის სტრუქტურის შესაბამისობის საკითხისთვის“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე). მეორე ადგილზე გავიდა ნინო ჭკადუასა და ნათია წულაიას მოხსენება „ლობიზმი: საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პრაქტიკა“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე), ხოლო მესამე ადგილი ერგო ნიკა დუმბაძისა და ირაკლი გობაძის ნაშრომს: „არასაერთაშორისო კონფლიქტების რეგულირება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ლევან ჯაყელი) და მაია ოქროპირიძის თემას: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - მუნიციპალური რეფორმა თუ შეფუთული საფრთხე?!“ (ხელმძღვანელი მოწვეული სპეციალისტი დავით სამნიძე).

სისხლის სამართლის მიმართულებით საუკეთესო ნაშრომად დასახელდა შორენა ბირკაიას თემა: „სისხლის სამართლის საქმეთა არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში“ (ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი ანზორ მახარაძე). მეორე ადგილზე გავიდნენ მირზა კონცელიძე თემით: „ნაფიცი მსაჯულები სისხლის სამართლის პროცესში“ (ხელმძღვანელი ასისტ. პროფესორი ირაკლი აბაშიძე) და ანა არძენაძე ნაშრომით: „დაზარალებულის თანხმობა, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გივი აბაშიძე), მესამე საპრიზო ადგილი კი გაიყვეს ნიკა დუმბაძემ თემით „შეცდომა მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გივი აბაშიძე) და გვანცა კახიძემ თემით: „ევთანაზია დანაშაული თუ ადამიანის უფლება სიკვდილზე“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გივი აბაშიძე).

უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტმა გივი ტაბაღუამ თემით: „ტვირთების საზღვაო გადაზიდვაში მონაწილე მხარეების უფლებები და მოვალეობები“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი იაგო წულაძე).





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა