მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
 

























მთავარი >> ფაკულტეტის შესახებ >> ისტორია
ისტორია


სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (განლაგებულია უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში; ტელ: 7-64-58) 2006 წელს შეიქმნა ეკონომიკისა და იურიდიული ფაკულტეტების ბაზაზე. ფაკულტეტის დეკანია ასოც.პროფ. მერაბ ხალვაში, მოადგილეები დოქტ.ირინა ვაშაყმაძე და დოქტ. ხათუნა დიასამიძე.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში შეიმუშავებს და ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებს. ასევე აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერებების მიმართულებით. ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეადგენს კონკურსის წესით არჩეეული 8 სრული, 24 ასოცირებული და 21 ასისტენტ პროფესორი. ასევე ლექციებს კითხულობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სხვა პრესტიჟული სასაწავლებლებიდან მოწვეული პროფესორები.

ფაკულტეტზე მოქმედებს ოთხი დეპარტამენტი:
- ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის (ხელ-ი ასოც.პროფ.ასიკო ცინცაძე);
- ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი (ხელ-ი პროფ.რევაზ მანველიძე);
- სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (ხელ-ი პროფ.ნოდარ ბარამიძე);
- იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი (ხელ-ი ასოც.პროფ.მურმან გორგოშაძე);

ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
ბაკალავრიატი

საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე;
საბუღალტრო და საგადასახადო საქმე;
მენეჯმენტი და ადმინისტრირება;ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა;
ტურიზმი;
სამართალმცოდნეობა;
საერთაშორისო ურთიერთობები;
ფსიქოლოგია,ჟურნალისტიკა

მაგისტრატურა
საფინანსო და საბანკო საქმე;
ეკონომიკური პოლიტიკა;
ბიზნესის ადმინისტრირება;
ტურიზმი;
ზოგადი მენეჯმენტი;
საერთაშორისო ბიზნესი(ერთობლივი);
საერთაშორისო ფინანსები (ერთობლივი);
სამართალმცოდნეობა (სისხლის, კერძო და საჯარო სამართალი);
ფსიქოლოგია;
ჟურნალისტიკა;
საერთაშორისო ურთიერთობები

დოქტორანტურა
ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი;
ბიზნეს-ადმინისტრირება;

დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის მოთხოვნათა გათვალისწინებით ფაკულტეტზე ასევე მოქმედებს საბუღალტრო, ბიზნესისა და ფსიქოლოგიის სკოლები, რომლებიც ახორციელებენ მოკლევადიან სასწავლო კურსებს შესაბამისი მიმართულებით.

ფაკულტეტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

ფაკულტეტი სტუდენტებს მოუწოდებს ”სწავლისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში”. ამ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი პირობებია შეექმნილი. შესაბამისი სამსახური ჩვენს კურსდამთავრებულებს დაეხმარება შრომის ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნაშიც. ეკონომიკური და იურიდიული პროფილის სახელმწიფო ორგანიზაციებთან თუ კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ფაკულტეტი ახორციელებს ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ითვალისწინებს.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს საფუძვლიანი ცოდნის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის, კვლევისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს ემსახურება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი სასამართლო პროცესების საიმიტაციო დარბაზი. საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკები, რომლის მთავარი მიზანია სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ასევე მოსახლეობისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა. გარდა ამისა, სამართალმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები პრაქტიკას გადიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში და ა.შ.

განსაკუთრებით დიდია ბიზნესის მართვისა და ეკონომიკის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რიცხვი, რაც თანამედროვე ბაზრის მოთხოვნითაა განპირობებული. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან საგადასახადო,საბაჟო, სავაჭრო, საბანკო, სადაზღვევო, კომერციულ და არაკომერციულ სტრუქტურებში.
ირლანდიის საერთაშორისო ბიზნესის სკოლასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოქმედებს ორი სამაგისტრო პროგრამა ”საერთაშორისო ბიზნესი” და ”საერთაშორისო ფინანსები”. კურსდამთავრებულზე გაიცემა ქართული და ირლანდიური დიპლომი. სწავლის ფორმა-დისტანციური.

ფაკულტეტზე მოქმედებს რესურსცენტრი - ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებითა და სპეციალური სასწავლო ლიტერატურით. პროფესორ-მასწავლებელთა ძალებით ქართულ ენაზე ითარგმნება და სახელმძღვანელოების სახით გამოიცემა ის ნაშრომები, რომლებითაც უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიან.

ფაკულტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან, ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან, ადამიანის უფლებათა რეგიონალურ ცენტრთან, იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურთან, საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან და ა.შ

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები:
- კონსტიტუციური, ადმინისტრაციული, საერთაშორისო, სისხლისა და კერძო სამართლის აქტუალური პრობლემების კვლევა;
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით აღდგენის შესაძლებლობათა სამართლებლივი დასაბუთება;

- მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა


                      



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა