მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
გამომცემლობა “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”
 
მთავარი >> ჩვენს შესახებ >> ისტორია
გამომცემლობის ისტორია

1997 წელს ბათუმის უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი საგამომცემლო საქმიანობას, გაიხსნა საუნივერსიტეტო სტამბა - მცირე მასშტაბის პოლიგრაფიული საწარმო, რომელიც მომსახურებას უწევდა ძირითადად უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

2007 წელს უნივერსიტეტში დაფუძნდა გამომცემლობა, რომელსაც სტრუქტურულად დაექვემდებარა სტამბა. გამომცემლობა დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთა შერჩევა მოხდა კონკურსის წესით.

უნივერსიტეტის გამომცემლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, გამომცემლობა უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო და სხვა სახის ლიტერატურის გამოცემას. ამავე დროს, ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს კომერციულ საგამომცემლო საქმიანობას.

გამომცემლობის პრიორიტეტი _ საუნივერსიტეტო გამოცემებია, შესაბამისად, შემკვეთები ძირითადად უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები არიან. იბეჭდება ფაკულტეტების, დეპარტამენტების შრომები, კრებულები, აგრეთვე ცალკეულ ავტორთა (ან ავტორთა ჯგუფის) მონოგრაფიები, ნაშრომები, სალექციო კურსები და ა.შ.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა