მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილება >> განყოფილების შესახებ
განყოფილების შესახებ

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების მოკლე ისტორია:
2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამოეყო აკადემიას და გადავიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო 2007 წელს გაფორმდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის № 176 დადგენილების შესაბამისად, სსიპ – ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რეორგანიზაციის გზით 2010 წლის 1 იანვარს, შეუერთდა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ბიომრავალფეროვნების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
2011 წლიდან რსუ სამეცნიერო ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინსტიტუტის 2 სამეცნიერო განყოფილება (მცენარეთა ინტროდუქციისა და კონსერვაციის, სელექციისა და მცენარეთა დაცვის განყოფილებები) გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილება, რომელიც შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო მიმართულების შემადგენლობაში შევიდა.
ამჟამად, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილება მოღვაწეობას აგრძელებს შოთა რუსთაველის სხაელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფრეოვნების ინსტიტუტში.
2011 – 2012 წწ განყოფილებას ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ მანველიძე, ხოლო 2012 წლიდან ხელმძღვანელობს ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ მესხიძე.
მიზანი:რეგიონის გენეტიკური, სახეობრივი და ეკოსისტემური მრავალფეროვნების კვლევა და მისი ეკოლოგიურ-ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაცია; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა მრავალფეროვნების სელექციურ-გენეტიკური შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენების რეცომენდაციების შემუშავება; ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტების ex situ და in situ კონსერვაცია.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა