მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> გამძლეობის გენეტიკის განყოფილება >> სამეცნიერო თემატიკა
სამეცნიერო თემატიკა

გამძლეობის გენეტიკის განყოფილება მუშაობს 3 მიმართულებით:

• სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაავადებების მონიტორინგი: მარცვლოვანი კულტურების დაავადებების მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა აგრო-კლიმატურ ზონაში, მარცვლოვანთა ნათესების გამოკვლევის, დაავადებათა გავრცელებისა და განვითარების ინტენსიობის დადგენის, დაავადების ნიმუშების შეგროვების გზით.
• პოპულაციური გენეტიკა: მარცვლოვანთა ძირითადი დაავადებების გამომწვევ ორგანიზმთა შიგასახეობრივი დიფერენციაციის შესწავლა; პათოგენების ვირულენტობის გენოფონდისა და პათოტიპური სტრუქტურის იდენტიფიკაცია, ხორბლის ჟანგების, მარცვლოვანთა ნაცრებისა და სხვა შიგაპოპულაციური ცვლილებების მიმართულების განსაზღვრა, გავრცელებულ პათოგენთა რასების რისკის განსაზღვრა
• იმუნოლოგიური შეფასება: მარცვლოვანთა ჩანასახოვანი პლაზმის გამძლეობისშეფასება სხვადასხვა პათოგენის მიმართ სათბურისა და მინდვრის პირობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ინფექციური ფონის გამოყენებით; დაავადებებისადმი ეფექტური გამძლეობის გენებისა და ახალი გამძლეობის წყაროების გამოვლენა სასელექციო პროგრამებში ჩართვის მიზნით.

გრანტები
1. ISTC-ის პარტნიორული პროექტი (№G-1993p) _ `მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება საქართველოში დაავადებებისადმი გამძლეობის დონის ამაღლების, საკარანტინო დაავადებების შესწავლისა და კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნის გზით~; (2004 წლის 1 მაისი – 2008 წლის 30 აპრილი); პროექტის მენეჯერი ზოია სიხარულიძე

2. USDA-CSREES - `საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში სასოფლო-სამეურნეო კვლევების სფეროში~ _ პროექტი `ხორბლის ყვითელი და მურა ჟანგას ვირულენტობა და ხორბლის ჯიშების შეფასება“. (2004 წლის 10 მაისი – 2006 წლის 10 მაისი); პროექტის მენეჯერი ზოია სიხარულიძე
3. ISTC-ის პროექტი (№WS01-SB106/150-08) _ ` მცენარეთა პათოლოგიის პირველი საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონფერენცია“, www.itcpp2008.com; 2008 წლის 25-27 სექტემბერი. პროექტის მენეჯერი ზოია სიხარულიძე

4. საერთაშორისო პროექტი (SRO/GLO/*) №/CRN) – `ხორბლის ხანგრძლივი გამძლეობა“, პროექტის ნაწილი - „ხორბლის ჟანგების მონიტორინგი“; 2009-2011 წწ. ადგილობრივი კოორდინატორი ზოია სიხარულიძე

5. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი (№308) _ `საქართველოში შემოტანილი და ადგილობრივ გარემოსთან შეგუებული ხორბლის ჩანასახოვანი პლაზმის მოსავლიანობის, ხარისხის და დაავადებისადმი მდგრადობის ურთიერთკავშირის დადგენა ხორბლის ჯიშების გაუმჯობესების მიზნით~; 2009 წლის მარტი – 2011 წლის მარტი

6. ISTC-ის პარტნიორული პროექტი (№G-1775p) _ `საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა: სამი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაავადებისადმი გამძლეობის შესწავლა მოსავლიანობის მართვის გზების გაუმჯობესების მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში~ (2009 წლის 1 დეკემბერი – 2011 წლის 1 დეკემბერი). პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ზოია სიხარულიძე



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა