მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება >> სამეცნიერო თემატიკა
სამეცნიერო თემატიკა

1. ხორბლის სეპტორიოზული და ჰელმინტორიოზული სილაქავეების შესწავლა. დაავადებების გამომწვევ პათოგენთა იდენტიფიკაცია კლასიკური მეთოდებით. დაავადებების გამომწვევთა ბიოლოგიური, მორფოლოგიურ-კულტურალური და პათოგენური თვისებების შესწავლა; ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება.
2. სიმინდის ძირითადი დაავადებების განვითარების თავისებურებების შესწავლა; დაავადებების გამომწვევთა ბიოლოგიური, მორფოლოგიურ-კულტურალური და პათოგენური თვისებების შესწავლა; ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება.
3. კარტოფილის ფიტოპტოროზის შესწავლა; დაავადებების გამომწვევის ბიოლოგიური და პათოგენური თვისებების შესწავლა; ბრძოლის ღონიძიებების შემუშავება.
4. ციტრუსების, თხილის, კივის, ხურმის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების შესწავლა; დაავადებების გამომწვევ პათოგენთა იდენტიფიკაცია კლასიკური მეთოდებით; დაავადებების გამომწვევთა ბიოლოგიური, მორფოლოგიურ-კულტურალური და პათოგენური თვისებების შესწავლა. ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება.
5. კარტოფილის, პომიდორის, კიტრის ბაქტერიული დაავადებების შესწავლა.
6. სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მცენარეული სახეობების საკარანტინო და სხვა მნიშვნელოვან ფიტოპათოგენთა დიაგნოსტიკა.
7. მნიშვნელოვან ფიტოპათოგენთა პოპულაციური პოლიმორფიზმის შესწავლა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების გრანტები:
1. ISTC-ის საპარტნიორო პროექტი (№GG-1993p) - ,, მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება საქართველოში დაავადებებისადმი გამძლეობის დონის ამაღლების, საკარანტინო დაავადებების შესწავლისა და კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნის გზით ”. (2004 წლის 1 მაისი – 2008 წლის 30 აპრილი);
2. ISTC-ის საპარტნიორო პროექტი (№G-1775p) - ,, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა: სამი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაავადებისადმი გამძლეობის შესწავლა მოსავლიანობის მართვის გზების გაუმჯობესების მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში “ (2009 წლის 1 დეკემბერი -2011 წლის 1 დეკემბერი); პროექტის მენეჯერი-გალინა მეფარიშვილი.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა