მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 























მთავარი >> დეპარტამენტები >> კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი >> დეპარტამენტის შესახებ
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის შესახებ

2006 წლიდან გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ბაზაზე შეიქმნა კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი. დღეისათვის დეპარტამენტის წევრები არიან: სრული პროფესორი დიდმანიძე იბრაიმ – დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი დევაძე დავით – მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი სურმანიძე ზებური, ასოცირებული პროფესორი ხინიკაძე თენგიზი, ასოცირებული პროფესორი სარაჯიშვილი ციცინო, ასოცირებული პროფესორი ფარტენაძე გულადი, ასისტენტ პროფესორი დონაძე მიხეილ, ასისტენტ პროფესორი შეწირული ლია, ასისტენტ პროფესორი კახიანი გრიგოლ (დოქტორანტი), მოწვეული მასწავლებლები: დავითაძე ზაზა (აკადემიური დოქტორი), ბოლქვაძე გივი (მეცნიერებათა დოქტორი), ბერიძე ვახტანგი (დოქტორანტი), თხილაიშვილი რიმა (დოქტორანტი), აბაშიძე მარინა, აფაქიძე გრიტუნა, თამილა ბაგრატიონი, ბერიძე ზებურ (დოქტორანტი), გუდავაძე თამარი, დიდმანიძე დიდარი (დოქტორანტი), კუჭავა მანანა, მგელაძე მარგალიტა, სურმანიძე იამზე, ქიძინიძე მავილე, ჭურკვეიძე ზაირა, ჯორბენაძე ინეზა, ხუჯაძე ნინო (დოქტორანტი, დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე), ხალვაში თამილა – დეპარტამენტის სპეციალისტი, ლაბორანტები: ღლონტი ნინო, მაღულარია მაია.

დეპარტამენტის დაარსების დღიდან მოწვეული პროფესორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი გოგიჩაიშვილი გიორგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გელაშვილი კობა.

1992 წლის იანვარში შეიქმნა `გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის” კათედრა, შემდეგი შემადგენლობით: დოცენტი დავით დევაძე _ კათედრის გამგე, ციცინო სარაჯიშვილი, დოცენტი იბრაიმ დიდმანიძე, დოცენტი ასლან ბერაძე, დოცენტი მურმან დუმბაძე, დოცენტი ზაზა დავითაძე, ინჟინერ-პროგრამისტი ზებურ სურმანიძე, ლაბორანტები ზეინაბ ხალვაში და მაია მგელაძე.

დროთა განმავლობაში ხდებოდა როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსება, ასევე ახალი კადრების შემომატებაც. იმ დროისათვის მნიშვნელოვანი იყო `იამახას’’ სასწავლო კომპიუტერული კლასის შეძენა და პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვილი ორი სასწავლო კლასის არსებობა.
სხვადასხვა დროს კათედრაზე მოვიდნენ გამოცდილი სპეციალისტები, მეცნიერებათა კანდიდატები: თენგიზ ხინიკაძე, ალექსანდრე ნადარეიშვილი, თამაზ თელია, ზაზა დავითაძე, ნუგზარ ღომიძე, ვლადიმერ ღლონტი, ზებურ სურმანიძე, მასწავლებლები: მალხაზ თავდგირიძე, იამზე სურმანიძე, ირაკლი გოგოლაძე. კათედრას ჰყავს 3 ინჟინერ-პროგრამისტი: გულადი ფარტენაძე, ვახტანგ ბერიძე, ხათუნა ჭურკვეიძე, ლაბორანტი მანანა ბერაძე.
კათედრის მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით. საუნივერსიტეტო მასშტაბით იგი ემსახურებოდა ყველა ფაკულტეტს, სადაც იკითხებოდა `ნფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძვლები”. გარდა ამისა კათედრას გააჩნდა წმინდა გამოყენებითი მიმართულებაც, შესაბამისი კვლევის ობიექტებით, როგორიცაა რიცხვითი მეთოდები, ოპტიმიზაციის მეთოდები, გრაფთა თეორია, პარალელური დაპროგრამება, ლოკალური ალგორითმები, ოპერაციათა გამოკვლევა.

კათედრაზე მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელოები:
`Microsoft Word” (ავტორები დ. დევაძე, ა. ნადარეიშვილი).
`პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლები” (ავტორები დ. დევაძე, თ. ხინიკაძე, ზ. სურმანიძე).
ინფორმატიკა. ბათუმი 2002 (ავტორი ზ.სურმანიძე).
სავარჯიშოები Microsoft Windows XP–ში. ბათუმი 2003 (ავტორი ზ.სურმანიძე).
სავარჯიშოები Microsoft Word XP–ში. ბათუმი 2003 (ავტორები დ.დევაძე, ზ.სურმანიძე)
Microsoft Excel XP (პრაქტიკულ სავარჯიშოთა კრებული). ბათუმი 2004 (ავტორები თ.ხინიკაძე, ზ.სურმანიძე).
ტესტები გამოთვლით ტექნიკასა და ინფორმატიკაში. ბათუმი 2005 (ავტორები ზ.სურმანიძე, დ.დევაძე, ვ.ბერიძე).
განსაკუთრებით დასამახსოვრებელია 1988 წლის აპრილში აკადემიკოს ვლადიმერ ბოლტიანსკის მიერ ჩატარებული 10-დღიანი ლექციების კურსი ოპტიმალური მართვის თეორიასა და ინფორმატიკაში.
გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და ასრულებენ როგორც პედაგოგიური ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის, ასევე უნივერსიტეტთან შემოერთებული ინსტიტუტების მართვასა და ცხოვრებაში:
იბრაიმ დიდმანიძე – ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი (2004-2005 წწ), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი საბჭოს დაარსებიდან დღემდე, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეპარტამენტის დაარსებიდან დღემდე.

დავით დევაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში (1997-2004 წწ.). გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე (1992-2005 წწ.). შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი საბჭოს დაარსებიდან დღემდე.
ციცინო სარაჯიშვილი - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე (2007 წ.). ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (2005-2006 წწ.). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე (2006-2007 წწ.).
თენგიზ ხინიკაძე - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში (2007-2008 წწ.).

დეპარტამენტის მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ბაკალავრიატში იგი ემსახურება ყველა ფაკულტეტს, სადაც იკითხება საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში აქვს სპეციალობა: კომპიუტერული ტექნოლოგიები. ასევე ჰყავს დოქტორანტები კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით. სასწავლო პროცესი დაფუძნებულია უახლესი პროგრამული საშუალებების გამოყენებაზე, რაც განსაზღვრავს სასწავლო პროგრამების მუდმივი სრულყოფის აუცილებლობას, აპარატურული და პროგრამული საშუალებების სისტემატურ განახლებას.

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში ამჟამად ორი სამეცნიერო მიმართულებაა: ალგორითმები და დაპროგრამების ტექნოლოგიები, ხელმძღვანელი სრული პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე, ალგორითმები და გამოთვლითი მეთოდები, ხელმძღვანელი სრული პროფესორი დავით დევაძე.
სრულდება შემდეგი სამეცნიერო კვლევითი თემები:
1. ალგორითმები, ობიექტზე ორიენტირებული და პარალელური პროგრამირება.
2. მათემატიკური მოდელები და კომპიუტერული სიმულაციები.

აღნიშნული თემების კვლევაში ჩართულია კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები. მონაწილეობას ვღებულობთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში.
ალგორითმების კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფისათვის შექმნილია და დამუშავებულია მათი მათემატიკური მოდელები. შექმნილია კომპიუტერული პროგრამები დაპროგრამების C++ ენაზე. ასევე შექმნილია პარალელური სინქრონული და ასინქრონული ალგორითმები და პროგრამები. გამოქვეყნებულია სტატიები.

სამეცნიერო საქმიანობა:

სრული პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე (ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 1988 წ. თემა: ლოკალური ალგორითმები და მათი პარალელური რეალიზაცია. 01.01.09 მათემატიკური კიბერნეტიკა. სადოქტორო - 2006 წ. თემა: ლოკალური ალგორითმები გრაფებზე, მათი გრაფული მოდელები და პარალელური რეალიზაცია. 01.01.09 დისკრეტული მათემატიკა და მათემატიკური კიბერნეტიკა) კვლევას აწარმოებს მათემატიკურ კიბერნეტიკაში. მის მიერ შემუშავებული ალგორითმები გამოიყენება გრაფებზე ფართო კლასის ამოცანების ამოსახსნელად და ორიენტირებულია ეფექტურ პარალელეურ რეალიზაციაზე. გრაფებზე ლოკალური და პარალელური ალგორითმები ორიენტირებულია ეფექტური პრაქტიკული რეალიზაციისათვის SIMD და MIND ტიპის გამოთვლით სისტემებზე. შემუშავებულია ალგორითმული საშუალებები ლოკალური ალგორითმების ჩასაწერად. დამტკიცებულია თეორემა, რომელშიც მოცემულია გრაფის ლოკალურ C–შეღებვაში საღებავის რიცხვის ზედა ზღვარი. განზოგადებულია ა.ვ. ანისიმოვის შედეგი (როცა C=0). არის ISTC G-725 პროექტის მონაწილე. 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 1 საქართველოს პატენტის, ორი მონოგრაფიის ავტორი.

სრული პროფესორ დავით დევაძის (ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 1988 წ. თემა: `ოპტიმალობის პირობები და ამოხსნის სხვაობიანი მეთოდები ოპტიმალური მართვის ამოცანებისა ელიფსური განტოლებებისათვის~) კვლევის საგანია ოპტიმალური მართვის ამოცანები პირველი რიგის კვაზიწრფივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რიმან-ჰილბერტისა და არალოკალური სასაზღვრო პირობების შემთხვევაში და შესაბამისი ამოცანების ამოხსნის რიცხვითი მეთოდები. მიღებულია რიმან-ჰილბერტისა და ბიწაძე-სამარსკის სასაზღვრო პირობების მქონე პირველი რიგის კვაზი-წრფივი დიფერენციალური განტოლებებისათვის ოპტიმალობის აუცილებელი, წრფივ შემთხვევეაში, საკმარისი პირობები. მაქსიმუმის პრინციპის საფუძველზე აგებულია წრფივი ოპტიმალური მართვის ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმები. ზუსტი სხვაობიანი სქემის ოპერატორების გამოყენებით არალოკალური სასაზღვრო პირობების წრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური და მეორე რიგის ელიფსური განტოლებებისათვის აგებულია სხვაობანი სქემები და მიღებულია კრებადობის სიჩქარის შეთანხმებული შეფასებები სობოლევის სივრცის ამონახსნებზე. შეუღლებული არალოკალური სასაზღვრო ამოცანებისათვის შესწავლილია განზოგადოებული ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. მიღებული შედეგები გამოიყენება დრეკადობის, გარსთა, დიფუზიის, ელექტრომაგნიტიზმის და სხვა თეორიებში ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნისათვის.

ასოცირებული პროფესორ თენგიზ ხინიკაძის (ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი 1989 წ. თემა: შამპანურის წარმოების უწყვეტი პროცესის ავტომატიზაცია მაპროგნოზირებელი მოდელების გამოყენებით. 05.13.07. – ტექნიკური პროცესებისა და წარმოებების ავტომატიზაცია) სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს გამოთვლითი ტექნიკის საშუალებათა დამუშავება შესაბამისი მათემატიკური უზრუნველყოფით და უწყვეტი პროცესებისა და ობიექტების იდენტიფიკაცია და ოპტიმალური მართვა მუდმივმოქმედი შემაშფოთებელი ზემოქმედებების პირობებში. მის მიერ გამოკვლეული, გადაწყვეტილი ან შექმნილია: 1. უწყვეტი სისტემების ოპტიმალური მართვის ამოცანა შემაშფოთებელ ზემოქმედებათა `შემოკლებული” პროგნოზების გამოყენების შესაძლებლობათა თვალსაზრისით; 2. ტექნოლოგიური პროცესების დინამიური და სტატიკური მახასიათებლების იდენტიფიკაციის ალგორითმები; 3. კონტროლისა და მაპროგნოზირებული მოდელებით მართვის ავტომატიზებული სისტემები და მათი მათემატიკური უზრუნველყოფა; 4. შემთხვევით თანმიმდევრობათა ინტერვალური პროგნოზირების მეთოდები; 5. თანამედროვე მიკროპროცესორული ტექნიკის საშუალებით, ანალიზური ხელსაწყოებისა და სისტემების კონტროლი და მართვის სისტემათა აგებისა და ამ სისტემებისათვის ანალოგიურ-ციფრულ გარდამქმნელთა პრინციპულად ახალი სქემები. დანერგილია თ. ხინიკაძის ხუთი გამოგონება, რომლებიც ხასიათდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტით. არის ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი.

ასოცირებული პროფესორის ზებურ სურმინიძის კვლევის საგანია ინფორმაციის მენეჯმენტის თავისებურებების შესწავლა მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებისა და მოთხოვნების SQL ენის საფუძველზე და მიღებული შედეგების გამოყენება პრაქტიკაში. აგრეთვე ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიის ეკოლოგიური მონიტორინგი ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდით და ტალღური პროცესების შესწავლა რეალურ გარემოში. არის Oრვა სახელმძღვანელოს ავტორი.

ასოცირებული პროფესორ ციცინო სარაჯიშვილის (პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი 2006 წ. თემა: გეომეტრიული ამოცანები აგებაზე და მათი კომპიუტერული უზრუნველყოფა – სწავლების მეთოდიკა და პედაგოგიური ექსპერიმენტი. 13.00.02. სწავლების მეთოდიკა (ინჟინერული გეომეტრია და კომპიუტერული გრაფიკა). 1985 და 1986 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და მონაწილეობა მიიღო საკავშირო სკოლა-სემინარის მუშაობაში, რომელიც მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა) სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს მათემატიკური მოდელირება, ოპერაციათა გამოკვლევა, შესაბამისი გამოთვლითი ალგორითმების აგება, ანალიზი და სწავლების მეთოდიკა.

ასოცირებული პროფესორ გულადი ფარტენაძის (ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 2006 წ. თემა: 1(X,6) კლასის ნახევარმესერებით განსაზღვრული ბინარულ მიმართებათა BX(D) სრული ნახევარჯგუფები და მათი მათემატიკური მოდელი. 01.01.06. – მათემატიკური ლოგიკა, ალგებრა და რიცხვთა თეორია) ინტერესების სფეროებია: დაპროგრამების ტექნოლოგიები, მისი კვლევის ობიექტებია ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ქსელური ალგორითმების ეფექტური სქემის შემუშავება და შესაბამისი პროგრამული პროექტების შექმნა, რომელიც გამოიყენება როგორც კერძო კომპანიებში ასევე საჯარო დაწესებულებებში.

ასისტენტ-პროფესორ მიხეილ დონაძის (კომპიუტერულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი 2008 წ. თემა: ელექტრონული მოწყობილობების ოპტიმალური დაპროექტების ავტომატიზებული სისტემის შემუშავება პერსონალური კომპიუტერის ბაზაზე. მიმართულება: საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები) სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს კომპიუტერული ქსელების აგების პრინციპების შესწავლა, თანამედროვე საქსელო ტექნოლოგიების დანერგვა და ეფექტური გამოყენება, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კერძო კომპანიებსა და საწარმოებში.
ასისტენტ-პროფესორ გრიგოლ კახიანის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს დროებითი მწკრივების პროგრამირება ნეირონული ქსელების მეშვეობით. ნეირონული ქსელების გამოყენება მართვის და პროგნოზირების ამოცანებში. მრავალაგენტიანი სისტემები და მათი გამოყენება.

ასისტენტ-პროფესორ ლია შეწირულის (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი 2006 წ. თემა: დისტანციური სწავლების ორგანიზება და ტესტის აგების გრაფიკული გარსი. 05.13.11. – გამოთვლითი მანქანების, სისტემების, კომპლექსებისა და ქსელების მათემატიკური და პროგრამული უზრუნველყოფა) სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები, დაპროგრამების ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლების ორგანიზება.

მონაცემთა კლასტერული ანალიზის დარგში კვლევას აწარმოებს დოქტორი მურმან დუმბაძე. მისი შრომები ძირითადად ეხება ნებისმიერი ბუნების ობიექტთა სიმრავლის დაყოფას არათანამკვეთ კლასტერებად, ამ ობიექტის აღმწერი რომელიმე პარამეტრის ან პარამეტრთა ჯგუფის მიხედვით. ამ ამოცანის გადაჭრისათვის იყენებს მონაცემთა დამუშავების მონოტონური სისტემების თეორიას. კერძოდ, მის მიერ მოძებნილია ასეთი სისტემებისათვის სპეციალური სახის ექსტრემალური ქვესიმრავლეები, შედარებით გამარტივებული ალგორითმით. მათემატრიკურ შედეგებზე დაყრდნობით შექმნილი აქვს პროგრამული კომპლექსი ზემოთ აღნიშნული ხასიათის პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისათვის, რომლის გამოყენება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს მისი გამარტივებული სამომხმარებლო ინტერფეისის გამო. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია.

დოქტორმა თამაზ თელიამ გამოიკვლია და დაამუშავა რეზონანსული მექანიკური სისტემების რხევების მათემატიკურ მოდელში არაწრფივი ჰისტერეზისის მარყუჟის სხვადასხვა ფორმის შეყვანის მეთოდიკა. არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების ამოსხნისათვის გამოყენებულია რუნგე-კუტას რიცხვითი მეთოდი და თანმიმდევრული ინტეგრირების ხერხი ჰისტერეზისული მახასიათებლების სხვადასხვა უბნისათვის. ამ ალგორითმის რეალიზაციისათვის ეგმ-ზე შედგენლია პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების, როგორც რიცხვითი, ისე გრაფიკული ფორმით გამოტანას. მიღებული და დამუშავებულია რეზონანსულ მექანიკურ სისტემებში ჰისტერეზისის მარყუჟის ფართობისა და ფორმის ოპტიმიზაციის მეთოდიკა. პროგრამულად რეალიზებულია ინტეგრალურ-დიფერენციალური განტოლებების ეგმ-ზე ამოხსნის ალგორითმები და გაკეთებულია მექანიკური სისტემების რხევების ქრობის მოდელირება ეგმ-ზე დრეკადი საყრდენების არაწრფივი მახასიათებლების გათვალისწინებით.

ალექსანდრე ნადარეიშვილმა შეისწავლა სამგანზომილებიანი სხეულების არაწრფივი რღვევის და დეფორმირების პროცესების მათემატიკური მოდელები დიდი სიჩქარით ურთიერთმოქმედების დროს. კერძოდ, ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, დასმულია სასაზღვრო ამოცანა კლასიკური მექანიკის ფარგლებში. ამ ამოცანის ამოსახსნელად შემუშავებულია და დამტკიცებულია რიცხვითი მეთოდი სასრულ ელემენტთა, სასრულ სხვაობათა, ფიზიკური არაწრფივობის და კონტაქტური ურთიერთქმედების რიცხვითი სქემების გამოყენებით. შექმნილი ზოგადი მოდელის საშუალებით შემუშავებულია პროგრამული პაკეტი.

ასლან ბერაძის სამეცნიერო კვლევის საგანია რთული სივრცული ლითონის კონსტრუქციების ოპტიმიზირებისა და ზიდვით-უნარიანობის განსაზღვრის, ავტომატიზებული პროექტირების სისტემების შემუშავების საკითხები. იხილავს რთული მექანიკური სისტემის წონასწორობის პირობებს ერთდროული სივრცული მრავალფაქტორიანი დატვირთვისა და ზემოქმედების შედეგად, შეაქვს შესაბამისი კორექტივები ფიზიკური და გეომეტრიული არაწრფივობით გამოწვეული განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, ადგენს მათემატიკურ მოდელს და პერსონალური კომპიუტერის საშუალებით ღებულობს სისტემის ნებისმიერი ელემენტის დაძაბულ მდგომარეობას, სისტემის დეფორმირებულ მდგომარეობას, დაძაბულობების, წონასწორობისა და მდგრადობის დაკარგვის სურათებს.

დეპარტამენტი მეთოდურ დახმარებას უწევს სხვა დეპარტამენტებსა და სპეციალისტებს ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ათვისების საქმეში.
უნივერსიტეტის სტუდენტებისათის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადდა სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები:
თანადობის კრიტერიუმების გამოყენება წყლის ქიმიური დამუშავების პროცესში. ბათუმი 2006 (ავტორები: ზ.მეგრელიშვილი, ი.დიდმანიძე, ზ.ბერიძე, მ.დევაძე, დ.დიდმანიძე);
ПЕРСПЕКТИВЫ МЕЖДУНАРОДНОЙ ПОДГОТОВКИ НОСИТЕЛЕЙ ИНСТРУМЕНТАЛЬНОГО ЗНАНИЯ. Батуми-2008 (И.Дидманидзе, З.Мегрелишвили, К.Пахотин, А.Шаташвили, З.Беридзе);
Microsoft Access (პრაქტიკულ სავარჯიშოთა კრებული) ბათუმი 2008 (ავტორები თ.ხინიკაძე, ზ.სურმანიძე);
Microsoft Excel ბათუმი. 2008 (ავტორები თ.ხინიკაძე, ზ.სურმანიძე);
კომპიუტერული ტექნოლოგიები. ბათუმი 2008 (ავტორი ზ.სურმანიძე);
ელექტრონული მოწყობილობების ოპტიმალური დაპროექტების ავტომატიზებული სისტემის შემუშავება პერსონალური კომპიუტერის ბაზაზე. ბათუმი 2009 (ავტორი მ. დონაძე);
კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. ბათუმი 2009 (ავტორი ზ.სურმანიძე);
მათემატიკური პროგრამირება. 2009 წელი (ავტორები: კ.გელაშვილი, დ.დევაძე და სხვები).
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტს საქმიანი ურთიერთობები აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებთან. უკრაინისა და სომხეთის უნივერსიტეტების შესაბამის სტრუქტურებთან.
ბევრი საერთაშორისო ღონისძიების ინიციატორია დეპარტამენტი. ოთხჯერ ვუმასპინძლეთ პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნეხევარფინალს. პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბათუმში, ბარნაულსა და ტაშკენტში ტარდებოდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM International Collegiate Programming Contest – ACM ICPC) ნეხევარფინალი ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის (North-Eastern European Regional Contest - NEERC). 2008 წელს სწორედ ბათუმში თსუ-ს პირველმა გუნდმა პირველად ქართველი სტუდენტების ACM ICPC-ში მონაწილეობის 10 წლიან ისტორიაში მოიპოვა ფინალის საგზური. შემდეგ, ფინალში მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

ორჯერ ვუმასპინძლეთ საერთაშორისო ოლიმპიადას პროგრამირებაში სტუდენტთა შორის ილია ვეკუას თასზე. ორგანიზატორები:: თბილისის, მოსკოვის, ბათუმის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სოხუმის უნივერსიტეტი და `პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია".

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში მიმდინარეობს უმაღლესი პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დახვეწა, ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა. ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას ღებულობენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებში. მუშავდება ახალი საგრანტო პროგრამები.

ასე რომ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ისტორიის ფურცლები თანდათანობით იზრდება.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა