მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საგარეო ურთიერთობათა სამსახური
 
მთავარი >> უცხოელთათვის
უცხოელთათვის

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ უცხოელი სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისათვის დაწესებული მოთხოვნები

I ნაბიჯი: აბიტურიენტი/ მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გამოცხადდეს რსუ-ში № 35 კაბინეტში, ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებით;
II ნაბიჯი: რსუ-ში საბუთების გადამოწმებისა და თანხმობის წერილის გაცემის შემდეგ აბიტურიენტი/ მაგისტრანტობის კანდიდატი დოკუმენტებს წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისში.

საბუთების ჩამონათვალი:
შენიშვნა: ყველა დოკუკმენტი უნდა იქნას გადათარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად.
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ყველა გვერდის ასლი;
ბ) უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ბ.ა. უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;
ბ.ბ. საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ.გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს.
გ) უცხო ქვეყანაში სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/უცხო ქვეყანაში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ (ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი). ამ დოკუმენტს (დიპლომს, ან ატესტატს) უნდა ახლდეს ცნობა (დანართი), რაშიც ასახული უნდა იყოს გავლილი საგნების ნუსხა საათებისა და მიღებული შეფასებების მითითებით. დიპლომი/ატესტატი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით;
დ) აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით);
ე) განცხადება.

ეს საბუთები უნდა წარედგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მისამართი: თბილისი 0102, დიმიტრი უზნაძის ქ. № 52
ტელ: ( 995 32) 43 88 19
ფაქსი: ( 995 32) 43 88 19
ელ.ფოსტა: pr@mes.gov.ge



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა