მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























05 ივლისი 2014 წელი
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“

აჭარის მაღალმთიანეთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით V საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. კონფერენციაზე საქართველოს, გერმანიის, ნორვეგიის, სამხრეთ კორეის, მაკედონიის, უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ლიტვის, ყირგიზეთის პროფესორებმა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 100-ზე მეტი მოხსენება წარმოადგინეს. მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენციას ხიხანის ხეობა მასპინძლობდა. მონაწილეებმა სხალთის ეკლესია და სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცათ ასევე ადგილობრივ სამზარეულოსა და ხალხურ შემოქმედებას გაცნობოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ისტორიული ძეგლები მოინახულეს და ხიხანის ციხე დალაშქრეს. ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალი ტურისტული პროდუქტების გაცნობას და მთიან რეგიონში ტურიზმის განვითარების პრობლემების გადასაწყვეტად მეცნიერების, დარგის სპეციალისტებისა და ბიზნესმენების ერთობლივ ძალისხმევას.

კონფერენცია მუშაობდა შემდეგ მიმართულებებში:
1. ტურიზმი და მთიანი რეგიონების განვითარება;
2. ახალი ტურისტული პროდუქტები მთიანი დასახლებული ადგილებისათვის;
3. ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა;
4. კრეატიული მასპინძლობის მენეჯმენტი;





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა