მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























10 აგვისტო 2012 წელი
„ტექსტების ელექტრონული დოკუმენტაცია - ლინგვისტური, ეთნოლოგიური და კულტუროლოგიური ასპექტები“

ენათა ელექტრონული დოკუმენტაციის თანამედროვე მეთოდების სწავლებას, ელექტრონული სწავლებისა და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვის საკითხებს მიეძღვნა საზაფხულო სკოლა „ტექსტების ელექტრონული დოკუმენტაცია - ლინგვისტური, ეთნოლოგიური და კულტუროლოგიური ასპექტები“. ქართველოლოგიის სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკფურტის ლინგვისტური წრის ინიციატივითა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. სწავლება ათი დღის განმავლობაში სამი სექციის მიმართულებით წარიმართება და ქართველოლოგიის ისეთ პრობლემებს დაეთმობა, როგორიცაა: უარყოფის კატეგორია, პირდაპირი და ირიბი ნათქვამი ქართველურ ენებში, დამწერლობა და მისი მნიშვნელობა ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული კონცეპტუალიზაციის კვლევისათვის, ქართული ეთნოგრაფიული ყოფა ვიზუალური ანთროპოლოგიის ჭრილში.

სკოლის ამოცანებაა TITUS-ის ფარგლებში დამუშავებულ მონაცემთა ბაზის სტრუქტურის გაცნობა, ენობრივი რესურსების ფიქსაცია სამ სხვადასხვა გაზომილებაში: ვიდეო, აუდიო და ტექსტურ ფორმატში. სწავლების ფარგლებში გათვალისწინებულია საცდელი ინტერვიუების ჩაწერა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და ელექტრონული სწავლების ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელსაც ყველა მონაწილე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი გამოიყენებს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ლექციებს წაუკითხავენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის სექციები:

• ენათა ელექტრონული დოკუმენტაცია;

• ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები;

• ისტორიის ეროვნული კონცეპტუალიზაციის ლინგვისტური და პარალინგვისტური ასპექტები.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა