მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























მთავარი >> მართვის ორგანოები >> წარმომადგენლობითი საბჭო >> რეგლამენტი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტი (შემდგომში ,,რეგლამენტი“) განსაზღვრავს ამ საბჭოს უფლებამოსილებათა განხორციელების წესს.
2. სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდეგში ,,ბსუ“) წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში –საბჭო) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კოლეგიური წარმომადგენლობითი ორგანო.
3. წარმომადგენლობით საბჭოს აქვს ბეჭედი და ბლანკი წარწერით% @ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო№&
მუხლი 2. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა, სპიკერისა და მდივნის არჩევა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი სხდომა მოიწვევა უნივერსიტეტის რექტორის მიერ, საბჭოს წევრების არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ამავე სხდომაზე ხდება ახალარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.
4. წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღისა, ინიშნება ახალი არჩევნები, რომელიც ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
5. უნივერსიტეტის სპიკერის არჩევიდან 2 კვირის ვადაში, მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას სარეგისტრაციოდ წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან ამ საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

მუხლი 3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
2. წარმომადგენლობითი საბჭო:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესსა და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს.
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
კ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
მ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ნ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ო) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანს;
პ) ახორციელებს ბსუ-ს წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჟ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტს.
3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას, აგრეთვე განცხადებას და მიმართვას, რომელსაც ხელს აწერს სპიკერი.

მუხლი 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით;
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს უძღვება სპიკერი ან მისივე დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სპიკერის არყოფნის შემთხვევაში კი, საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო^ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთან შეთანხმებით^ ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას^ რომელსაც წინასწარ გადასცემს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ დღის წესრიგის პროექტში სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა, დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი;
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი/ სხდომის თავმჯდომარე სხდომის დაწ’ებისთანაე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს^ რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
6. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა), გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს
ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
10. კენჭის’რის პროცესის ჩატარებისას იკრძალება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება&
11. სპიკერს შეუყლია სხდომის მიმდინარეობა გარკვეული დროით შეაჩეროს ან საერთოდ შეწ’ვიტოს, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები აქტუალური არ არის ან ამოწურულია*
12. სხდომა შესვენების ჩათვლით გრძელდება არაუმეტეს 3 საათისა& სხდომის მიმდინარეობა შეიყლება გაგრძელდეს დამსწრე წევრთა უმრავლესობის თანხმობით&
13. მომხსენებელთა გამოსვლის (პროექტის წარმოდგენის) დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, ხოლო საბჭოს წევრის მოსაზრების გამოთქმა - 5 წუთს. ერთი და იმავე საკითხზე მოსაზრება საბჭოს წევრმა შეიძლება გამოთქვას მხოლოდ ორჯერ.
14 წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი. შესაძლებელია განხორციელდეს სხდომის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
15. ოქმი მოიცავს: სხდომის თარიღს^ დაწ’ებისა და დასრულების დროს; სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას; დღის წესრიგს; სიტ’ვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწ’ვეტილებებს;
16. განსახილველ საკითხზე წარმოდგენილი წერილობითი განმარტებები დაერთვის ოქმს დანართის სახით;
17. ოქმს ხელს აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი/სხდომის თავმჯდომარე და წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი& ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედი&
18. წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწ’ვეტილებას ხელს აწერს სპიკერი/სხდომის თავმჯდომარე&

მუხლი 5. წარმომადგენლობითი საბჭოს ორგანიზაციული უზრუნველ’ოფა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველ’ოფას ახორციელებს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი&
2. სამდივნოს უფროსი უზრუნველ’ოფს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას ბსუ-ს წესდებისა და წინამდებარე რეგლამენტის შესაბამისად&
3. სამდივნოს უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს წარმომადგენლობითი საბჭოს აქტების მიწოდება ბსუ-ს სტრუქტურული ერთეულებისათვის და ასევე შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის.

მუხლი 6. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 199 400 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ