მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























მთავარი >> გრანტები >> მიმდინარე გრანტები
მიმდინარე გრანტები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და მუსლიმური თემი საქართველოში“.
პროექტი ითვალისწინებს მუსლიმური რელიგიური თემის შესწავლას სახელმწიფო პოლიტიკის რეტროსპექტიული ანალიზისა და თანამედროვე პოლიტიკის თავისებურების კონტექსტში და კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე, სადაც აისახება: 1990–იან წლები პოლიტიკური კრიზისი და „მუსლიმური სამმართველოები“; რელიგიური თემი როგორც პოლიტიკური რესურსი (2000–2004 წლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა), ვარდების რევოლუციიდან სამმართველოს შექმნამდე (2004–2011 წლები); თანამედროვე პოლიტიკური პროცესები და სასულიერო სამმართველო – მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
კვლევის ფოკუსში არის სამი მხარე: სახელმწიფო ინსტიტუტები, ანუ ის მხარე ვინც ახდენს გავლენას ამგვარი პოლიტიკის გატარების პროცესში; მუსლიმური თემი, ანუ ის მხარე ვინც არის ამპოლიტიკის ობიექტი; მასმედია და სახალხო დამცველი, ანუ ის მხარე ვინც ასახავს ან აანალიზებს რელიგიური პოლიტიკის განხორციელებას. პროექტის ძირითადი ეტაპი დაეთმო შესაბამისი მასალების მოპოვებას (ინტერვიუები, დოკუმენტები, ტექსტები, ოფიციალური დოკუმენტები, საინფორმაციო წყაროები, შესაბამისი ანგარიშები, კანონები დაა.შ.) და მათ პარალელურ ანალიზს.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს სახელმწიფოში დემოკრატიულობის ზრდისათვის აუცილებელი გზებისა და საშუალებების გამოვლენას, ინფორმაციის გავრცელებას, სახელმწიფო სრელიგიური პოლიტიკის კვლევის მოდელირებას შემდგომი ანალიზისა და მონიტორინგისათვის, დისკურსი ტოლერანტობის შესახებ – ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორების გამოვლენას, რელიგიისა და პოლიტიკის ანთროპოლოოგის მხრივ საინტერესო ცნობების გამოვლენას. შედეგები წარმოდგენილი იყო სამეცნიერო და პუბლიცისტური ხასიათის სტატიებში.
საბოლოო ნაშრომი წარმოდგენილი იქნება მონოგრაფიის სახით.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა