მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























მთავარი >> გრანტები >> შესრულებული გრანტები
შესრულებული გრანტები

„საქართველოს მუსლიმური თემი თანამედროვეობის კონტექსტში (ისტორიული, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული, სოციო-ფსიქოლოგიური, კულტუროლოგიური და სტატისტიკური ანალიზი)”

დასრულდა მუშაობა ორწლიან (2008–2009 წწ) სამეცნიერო საგრანტო პროექტზე. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინა შიოშვილი; მენეჯერი – ისტორიის აკადემიური დოქტორი რუსლან ბარამიძე.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია – სსიპ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი.
საგრანტო პროექტის მიზანი იყო, დასავლეთ საქართველოში - აჭარასა და გურიაში ჩასახლებულ ქართველ მუსლიმთა ყოფა-ცხოვრების, კულტურისა და ტრადიციების, სოციალური ორგანიზაციის, საკულტო ნაგებობების, რელიგიურ-საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციონირების მექანიზმების და სხვა რელიგიათა (უმთავრესად ქრისტიანობის) მიმდევრებთან ურთიერთობის შესწავლა; მუსლიმთა, მათი საკულტო და სასწავლო ნაგებობების, კულტუროლოგიური ასპექტების, სტატისტიკური, სამართლებრივი, ფინანსურ-მატერიალური და კარტოგრაფიული კვლევა.

პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე შემუშავდა სამუშაო გრაფიკი, შედგა სამარშრუტო რუკა და კითხვარები; საგრანტო ჯგუფმა შეისწავლა სპეციალური სამეცნიერო-მეთოდური ლიტერატურა და დაამუშავა საარქივო-სამუზეუმო წყაროები.
საგრანტო პროექტით დასახული მიზნის განსახორციელებლად მოეწყო რამდენიმე ექსპედიცია აჭარის მთისა და ბარის სოფლებში და გურიის რეგიონში – აჭარელ მიგრანტთა სოფლებში. შეგროვილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული თუ ისტორიული ჩანაწერები, აგრეთვე ფოტო და აუდიო მასალა, გამოყენებული იქნა პროექტის საკითხებთან დაკავშირებული ანალიტიკური ანგარიშებისა თუ სამეცნიერო ნაშრომების მოსამზადებლად.

საგრანტო პროექტით აჭარის ბარის ზონაში შესწავლილი იქნა 34 საკულტო და სასწავლო ნაგებობა, მთის ზონაში – 143, გურიაში – 11; საკულტო ძეგლები შესულია გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში.
2009 წლის 30 ივნისს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში გაიმართა საგრანტო პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის ამსახველი პრეზენტაცია. მიზანი მიზანიც იყო დამსწრე საზოგადოებისათვის გაეცნო: 1. კვლევის პროცესში მიღწეული ძირითადი თეორიული და პრაქტიკული შედეგები (მომხსენებელი – პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. თ. შიოშვილი). 2. პროექტზე მუშაობის ტექნიკური და პროგრამული მიმდინარეობა (მომხსენებელი – პროექტის მენეჯერი, ისტორიის აკადემიური დოქტორი რ. ბარამიძე).

2009 წლის 29 დეკემბერს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში მოეწყო საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო კონფერენცია.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მოპოვებული ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალის გამოყენებით გადამუშავდა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული იქნა ორი სადოქტორო დისერტაცია (გ. მახარაშვილი – `დიდი წარღვნის ლეგენდა აჭარის ფოლკლორში~ – 13.03.2009; რ.ბარამიძე – `ისლამი და მუსლიმები აჭარაში~ – 17.03.2009). დისერტაციები ინახება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკებში.

საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა:
I. სტატიები
:
1. თ.შიოშვილი, `სამყაროსა და პირველი ადამიანების შექმნის მოტივი აჭარულ შესაქმის ლეგენდაში~, - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, ტ. VIII, ბათ., 2008, გვ. 171–181.
2. თ. შიოშვილი, `დედჯალის (დაჯალის) ციკლის ლეგენდა აჭარის ფოლკლორში~, –კრებ. `სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერება~, ტ. XIII, ბათ., 2008, გვ. 75–123.
3. თ. შიოშვილი, `სულთან სულეიმანი (სოლომონ ბრძენი) აჭარის ფოლკლორში~, – ჟ. `ჭოროხი~, №1, ბათ., 2009, გვ. 77–90.
4. რ.ბარამიძე, `სამუსლიმანო სასულიერო გაერთიანების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების თავისებურებანი აჭარაში” , – კრ. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, VII. გამომცემლობა ბათუმის უნივერსიტეტი, 2008, გვ. 40-51.
5. რ. ბარამიძე, `მუსლიმანური რელიგიური დღესასწაულები აჭარაში~, – სტატია გამოსაქვეყნებლად გადაცემულია კრებულში “ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანი”, I, ბათუმი, 2009.
6. რ. ბარამიძე, `ისლამი და ქართული სოციოკულტურული ტერმინოლოგია ევრაზიის ეთნორელიგიურ სივრცეში~ _ (მოხსენება თანაავტორობით წაკითხული იყო აბელ სურგულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორო კონფერენციაზე);
7. რ. ბარამიძე, `მუსლიმური რელიგიური სადღესასწაულო ციკლი აჭარაში~, _ (მოხსენება გამოქვეყნდება კრებულში `ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანი~);
8. რ. ბარამიძე, `ისლამის გავრცელების ისტორია აჭარაში (ოსმალეთის პერიოდი)~, სტატია გამოსაქვეყნებლად გადაიცა საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში” მასალების ამსახველ კრებულში, ბათუმი, 2009.
9. რ. ბარამიძე, `Особенности распространения ислама в Аджарии~, _ (მოხსენება წაკითხული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე `Этнология, археология, фольклор Кавказа~, მოხსენება დაბეჭდილია.
10. რ. ბარამიძე, `აჭარაში ისლამის გავრცელების თავისებურებანი (რუსეთის იმპერიის პერიოდი)~, _ (გამოსაცემად გადაცემულია - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, VII);
11. რ. ბარამიძე, `წინადაცვეთის რიტუალი აჭარაში~, _ სტატია გდაიბეჭდა სსიპ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის განყოფილების კრებულში, ბათუმი, 2009.
12. რ. ბარამიძე, `ბათუმის მეჩეთები (წარსული და თანამედროვეობა)~, _ სტატია დაიბეჭდა სსიპ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ბათუმი _ წარსული და თანამედროვეობა” მასალების ამსახველ კრებულში, ბათუმი, 2009.
13. გ.მახარაშვილი, `წარღვნის ხანგრძლივობა და ნოეს კიდობნის შეჩერების ადგილი~, - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერება, XIII, გამ. `ბათუმის უნივერსიტეტი~, ბათუმი, 2008.
14. გ.მახარაშვილი, `ახალგათხოვილი ქალიშვილისათვის `სადილის~ მიტანის ტრადიცია აჭარაში და მისი გენეზისის პრობლემა~, - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, შრომები, VII, გამ. `ბათუმის უნივერსიტეტი~, ბათუმი, 2008.
15. გ.მახარაშვილი, `წარღვნის მიზეზი (დიდი წარღვნის ლეგენდის აჭარული ვარიანტების მიხედვით)~, დიდაჭარობა `წმიდა ადრია პირველწოდებულის გზით~ საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2008.

II. ბუკლეტები:
მომზადდა და დაიბეჭდა ორი ბუკლეტი: 1. „კვირიკეს ჯამე”, 2. „ზოტის მეჩეთი”. მათში შესწავლილია ძეგლების მხატვრულ–კონსტრუქციული და დეკორატიული მხარე, მათი დღევანდელი მდგომარეობა და ფუნქციონირების თავისებურებანი. ბუკლეტები განკუთვნილია ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიის სფეროთი და ტურიზმით დაინტერესებული პრებისათვის.

III. რუკა:
საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა მუსლიმური საკულტო და სასწავლო ნაგებობათა ამსახველი რუკა.

IV. ალბომი:
მომზადდა და დაიბეჭდა საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საკულტო ნაგებობათა ამსახველი ფერადი ალბომი „მუსლიმური საკულტო ძეგლები“ (აჭარა), რომლითაც ფართო საზოგადოება პირველად გაეცნობა ქართველ მუსულმანთა მიერ შექმნილ მოქმედ კულტურულ–რელიგიურ ნაგებობებსა და მათ ადგილს საერთოქართულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნების ისტორიაში.

V.მონოგრაფია:
საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა ვრცელი მონოგრაფია „ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში”, რომელშიც წარმოჩენილია დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მუსულმანთა ყოფა-ცხოვრება და კულტურა.

საგრანტო პროექტის ფარგლებში შესრულებულ ნაშრომებში გამოწვლილვით არის შესწავლილი ჩვენი თანამემუმულე მუსლიმების ყოფისათვის დამახასიათებელი ცალკეული დეტალები, ტრადიციები და კულტურა; მათ რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული პრობლემები; რელიგიურ-საგანმანათლებლო სისტემა; საკულტო ნაგებობანი; სამართლებრივ-ფინანსური და კარტოგრაფიული მონაცემები; ისლამის გავრცელების მოკლე ისტორია; რელიგიათა შორის ურთიერთობის პრობლემა; დღემდე შემორჩენილი რელიგიური რიტუალები და ფოლკლორი. ეს ნაშრომები კარგ სამსახურს გაუწევს ეთნოგრაფებს, ისტორიკოსებს, ფოლკლორისტებს, სოციოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, რელიგიის ისტორიკოსებს; კვლევის შედეგები უთუოდ დაეხმარება შესაბამისი სპეციალობით დაინტერესებულ სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა