მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილება >> განყოფილების შესახებ
განყოფილების შესახებ

ფოლკლორის განყოფილება ინსტიტუტის დაარსების დღიდან 1969 წლამდე ცალკე ფუნქციონირებდა. ზეპირსიტყვიერი შემოქმედების პარალელურად განყოფილებაში გარკვეული ყურადღება ეთმობდა დიალექტოლოგიურ კვლევა–ძიებასაც, რის საფუძველზეც ფოლკლორის განყოფილებაში 1969 წელს შეიქმნა დიალექტოლოგთა ჯგუფი, რომელიც ქართული ენის აჭარული და ლაზური დიალექტის დარგობრივ ლექსიკაზე მუშაობდა. 1976 წლიდან ფოლკლორის განყოფილება ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2006 წლიდან კი ფოლკლორისა და ლინგვისტიკის განყოფილებად გარდაიქმნა.

2011 წლამდე განყოფილებაში მუშაობდა 11 მეცნიერი თანამშრომელი. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების შემდეგ დარჩა 6 მეცნიერი თანამშრომელი: გიორგი მახარაშვილი (ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი), ციალა ნარაკიძე (მეცნიერი თანამშრომელი) (ფოლკლორის ხაზით), შუშანა ფუტკარაძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი), ელზა ფუტკარაძე , ნარგიზ ახვლედიანი (ფილოლოგიის აკადემიური დოქტორები), ნანული ნოღაიდელი (მეცნიერი თანამშრომელი (დიალექტოლოგიის ხაზით).

წლების განმავლობაში განყოფილებაში მუშაობდნენ: ჯემალ ნოღაიდელი, მიხეილ ჩიქოვანი, ასლან ინაიშვილი, ჯემალ ჩხეიძე, ალექსანდრე მსხალაძე, ნელი ცქიტიშვილი, აზიზ ახვლედიანი, ზურაბ თანდილავა. მერაბ ბერიძე, ჯემალ ჯაყელი, ემენ დავითაძე, მარინა გიორგაძე, მზია ჯღარკავა, ნათია მიქელთაძე, ნარგიზ სურმავა, იური ბიბილეიშვილი, შოთა ზოიძე, ტარიელ ნაკაიძე, იამზე ფუტკარაძე, მიხეილ ქამადაძე, თინა შიოშვილი, ეთერ ზოიძე, თამარ კუკულაძე.

ფოლკლორისა და ლინგვისტიკის განყოფილებას თვალსაჩინო მიღწევები მოიპოვა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერებისა და აჭარული დიალექტის შესწავლის საქმეში. ფოლკლორის განყოფილება შექმნის დღიდან სწავლობდა აჭარის ზეპირსიტყვიერების ჟანრებს, 1976 წლიდან კი მუშაობდა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერების საკითხებზე. განყოფილების არსებობის მანძილზე ჩატარდა სამ ათეულზე მეტი ფოლკლორულ–დიალექტოლოგიური ექსპედიცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ამგვარი მუშაობის შედეგად შეიქმნა ინსტიტუტის ფოლკლორულ–დიალექტოლოგიურ ხელნაწერთა ფონდები, რომელთა მეცნიერული ღირებულება ფასდაუდებელია ქართული ზეპირსიტყვიერი შემოქმედების, ხალხური მუსიკალური კულტურისა და დიალექტოლოგიური კვლევა–ძიების საქმეში.. 1958–1966 წლებში 15–მდე ექსპედიცია მოეწყო მუსიკალურ–ფოლკლორული მასალების შესაკრებად, რასაც სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნა.

განყოფილება გამოსცემდა ორ თემატურ კრებულს: “სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერება” და “აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა”. განყოფილების თანამშრომლების მიერ სულ გამოქვეყნებულია ოცდაათამდე მონოგრაფია, არაერთი კრებული და მრავალი სტატია, რომლებშიც შესწავლილია სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ფოლკლორის, აჭარული დიალექტისა და ონომასტიკის აქტუალური საკითხები.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა