მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება >> განყოფილების შესახებ
განყოფილების შესახებ

განყოფილება ფუნქციონირებს ინსტიტუტის დაარსების დღიდან. 1979 წლამდე ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის განყოფილება (ეთნოგრაფია–არქეოლოგიის განყოფილებად იწოდებოდა. 1979 წლიდან ეთნოგრაფია ცალკე განყოფილებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2006 წლის ივლისიდან ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის განყოფილებად, 2010 წლიდან ეთნოლოგიის განყოფილებად. 2011 წელს მას დაემატა სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი.მისი დაარსებით მყარი საფუძველი ჩაეყარა აჭარის და მისი მომიჯნავე რეგიონების, მთლიანად სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს გეგმაზომიერ პრობლემურ მეცნიერულ ეთნოგრაფიულ შესწავლას, რაც მანამდე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.

განყოფილებაში ამჟამად მუშაობს 7 მეცნიერი თანამშრომელი. ისტ. მეცნ. დოქტორი ნოდარ კახიძე, აკადემიური დოქტორები ჯემალ ვარშალომიძე, ნაილა ჩელებაძე, თამილა ლომთათიძე, რუსლან ბარამიძე, ნუგზარ ჩხაიძე, კონსტანტინე ღლონტი). სხვადასხვა წლებში განყოფილებაში მუშაობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, პროფესორი ვახტანგ შამილაძე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატები ნეჯათ ჩიჯავაძე, იზოლდა სამსონია, მზია ბექაია, მაყვალა თავაძე, ლევან კალანდარიშვილი, თემურ აჩუგბა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები ნუგზარ მგელაძე, თამაზ ფუტკარაძე, მეცნიერი თანამშრომლები ვლადიმერ მგელაძე, ცისანა ჯოხია, ლარისა დემუროვა, პირიმზე რურუა, თამაზ ტუნაძე, დალი კახიძე, ლელა კახიძე.

განყოფილებას დაარსებიდან 1979 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი ალექსი რობაქიძე. 1979 წლიდან დღემდე განყოფილებას ხელმძღვანელობს პროფესორი ნოდარ კახიძე.

განყოფილების არსებობის პირველ ათწლეულში (1958–1968) შეისწავლებოდა აჭარის ტრადიციული და თანამედროვე ყოფისა და კულტურის საკითხები. შემდგომ ათწლეულში ეთნოგრაფიული კვლევა–ძიება გაფართოვდა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს მასშტაბით და შესაბამისად შეისწავლებოდა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ყოფისა და კულტურის უმთავრესი საკითხები (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობის დარგები, დასახლების ფორმები, საოჯახო და საზოგადოებრივი ყოფა, მიგრაციის პრობლემები, ალპური დასახლება, ხალხური დღესასწაულები და წესჩვეულებები და ა.შ. 2009–2010 წლებში მომზადდა მოძრავი ეთნოგრაფიული სტენდი, რომელიც 200–მდე ერთეულს ითვლის. ჩამოთვლილ პრობლემაზე მუშაობა დღესაც გრძელდება.

განყოფილების არსებობის მანძილზე ჩატარდა 50–მდე ეთნოგრაფიული ექსპედიცია აჭარასა და საქართველოს სხვა კუთხეებში. ამ მასალების საფუძველზე დაიწერა 300–ზე მეტი წლიური ნაშომი, 20–დე მონოგრაფია, გამოიცა 20–ზე მეტი დარგობრივი კრებული („აჭარის ყოფისა და კულტურის საკითხები“, „სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა“, „სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემები“). გამოქვეყნდა 350 სამეცნიერო სტატია. განყოფილების ფონდებში ინახება მდიდარი საველე–ეთნოგრაფიული მასალა დღიურებისა და ფოტო–ილუსტრაციების სახით. განზრახულია მათი ცალკე წიგნებად გამოცემა.

განყოფილების არსებობის უმთავრეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს ეთნოგრაფთა (ეთნოლოგთა) კადრების მომზადება. განყოფილებაში დაარსების დღიდან 1965 წლამდე არცერთი ხარისხის მქონე თანამშრომელი არ იყო. 2007 წლამდე საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თორმეტმა ეთნოგრაფმა, სადოქტორო–ოთხმა.

1975 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა კონკრეტულ–სოციოლოგიური კვლევის ჯგუფი, რომელიც შეუდგა სამრეწველო საწარმოებში წარმოების ეფექტიანობის ამაღლების სოციალური ფაქტორების შესწავლას. 1979 წლიდან იგი შეუერთდა ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილებას, რის შემდეგ განყოფილებას ეწოდა ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება. 2006 წლიდან განყოფილებამ კვლავ შეიცვალა სახელი და გარდაიქმნა ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა კვლევის განყოფილებად.

სხვადასხვა წლებში განყოფილებაში მუშაობდნენ: კასიანე ბაბილოძე, დომენტი მოურავიძე, თამაზ მიქელაიშვილი, ნინო ჩუბინიძე, ასლან მახაძე, გიორგი მასალკინი, ბესიკ ბოლქვაძე, ლამარა მიქელაიშვილი, გურამ ჩაგანავა, პაატა ჩაგანავა. განყოფილების არსებობის პერიოდში დაცული იქნა 10 საკანდიდატო დისერტაცია.

ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული მასალების საფუძველზე განყოფილებაში დამუშავდა 300–მდე წლიური ნაშრომი, გამოქვეყნდა სხვადასხვა დასახელების 15 დარგობრივი კრებული, 13 მონოგრაფია, აგრეთვე 280–ზე მეტი სამეცნიერო სტატია, შემუშავდა ათეულობით წინადადება–რეკომენდაცია ეკონომიკის, სოციოლოგიისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა