მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილება >> განყოფილების შესახებ
განყოფილების შესახებ

განყოფილება ფუნქციონირებს ინსტიტუტის დაარსების დღიდან 1979 წლამდე იგი ეთნოგრაფიის განყოფილებასთან ერთად არსებობდა. 2006 წლამდე იწოდებოდა არქეოლოგიისა და ძველი ისტორიის განყოფილებად. 2006 წლიდან არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის განყოფილებად. განყოფილების დაარსებით მყარი საფუძველი ჩაეყარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გეგმაზომიერ არქეოლოგიურ კვლევა_ძიებას.

ამჟამად განყოფილებაში რვა მეცნიერ-თანამშრომელია.წლების განმავლობაში განყოფილებაში მუშაობდნენ: დავით ხახუტაიშვილი, აბელ სურგულაძე, ნანა ხახუტაიშვილი, ამირან კახიძე, ალექსანდრე რამიშვილი, სერგო გოგიტიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, მერაბ ხალვაში, მხატვარ-არქიტექტორი ანზორ ჯაველიძე, ლილი ჩხაიძე, ირაკლი იაშვილი, ფოტოგრაფი გიორგი ბიბილეიშვილი.

განყოფილების მუშაობის ძირითადი მიმართულებაა უმთავრეს სამეცნიერო პრობლემებზე აქცენტირებული ფართო მასშტაბის სისტემური საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიება. განყოფილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ნაქალაქარების, ნამოსახლარების, საწარმოო კერებისა და სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენისა და ხელოვნების ნიმუშების კვლევის საქმეში. ჩამოთვლილი ძეგლები ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონისაა და მოიცავს პერიოდს ძველი ქვის ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. განყოფილებაში დაცულია მდიდარიარქეოლოგიური ექსპედიციების საველე მასალები. განყოფილების არქეოლოგიური საექსპედიციო მასალებია. მასალების ნაწილი ინახება აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. ეს მასალები გახდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაარსებას საფუძველი.

მიღწეული შედეგები ასახულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში, გამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სამეცნიერო სტატიებში. განყოფილების დარგობრივ კრებულებში „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები” (გამოცემულია მისი ტომი), განყოფილება არის ორგანიზატორი და მონაწილე რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციებისა.

თანამედროვე ეტაპზე განყოფილების მიზანია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (არქეოლოგიური, არქიტექტურული) სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. გამოვლენა, დაცვა, მეცნიერული კვლევა და პოპულარიზაცია სამეცნიერო ნაშრომების, ბუკლეტების, გზამკვლევების გამოცემისა და ინტერნეტ-გვერდების მომზადების გზით, რაც ტურიზმის ინტერესებსაც მოემსახურება.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული წარსულის გეგმაზომიერი პრობლემური შესწავლის მიზნით, 1986 წელს არქეოლოგიისა და ძველი ისტორიის განყოფილებას გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა ისტორიის განყოფილება.

ისტორიის განყოფილების ძირითადი საპრობლემო თემაა ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები უძველესი დროიდან - დღემდე“.

არსებობის ოცწლიან პერიოდში განყოფილებაში დამუშავდა შემდეგი პრობლემები: გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ზღვისპირეთის მოსახლეობის სოციალური და სამეურნეო ყოფა, მატერიალური და სულიერი კულტურა; ადრეული ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები და გაერთიანებები; აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული და რომაული კოლონიზაციის ასპექტები; მე-19-20 სს. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის პრობლემები. 2000 წლიდან განყოფილებაში დაიწყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გვიანფეოდალური,განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების კვლევაც.ინტენსიური ხასიათი მიიღო რეგიონში მცხოვრები აფხაზების, ბერძნებისა და რუსების დასახლების, მათი ყოფითი ტრადიციების საკითხების კვლევამ. ამის საფუძველზე განყოფილებაში შესრულდა 130-ზე მეტი წლიური ნაშრომი, გამოქვეყნდა 450-ზე მეტი ნაშრომი. განყოფილებაში მომზადდა 4 საკანდიდატო და 4 სადოქტორო დისერტაცია.

ამჟამად განყოფილებაში შეისწავლება შემდეგი პრობლემები: უძველესი და ძველი პერიოდების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურა, ტომთა კავშირები და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები; აჭარა შუა საუკუნეების საქართველოს ადმინისტრაციულ და საეკლესიო-ეპარქიალურ სისტემაში; ეთნიკური და კონფესიური ცხოვრების პრობლემები; სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სოციალურ- ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა