მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
 























მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმა
ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმა

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი სამართალმემკვიდრეა 1958 წელს დაარსებული ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტისა, რომელიც 2011 წლიდან გადავიდა უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია.

ამჟამად ინსტიტუტის განკარგულებაშია ინსტიტუტის მდიდარი სამეცნიერო ფონდი ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ისტორიის, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის დარგში სამეცნიერო საექსპედიციო დღიურების, წლიური ნაშრომების, ფოტო და გრაფიკული ილუსტრაციების სახით, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ბაზას სადისერტაციო სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების მომზადებაში.

ინსტიტუტში ფუნქციონირებს სამი განყოფილება: ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის; ისტორიისა და არქეოლოგიის; ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის, რომლებშიც სამეცნიერო კვლევა–ძიებას ეწევა 23 მეცნიერი თანამშრომელი. მათ შორის არის 7 მთავარი, 10 უფროსი, 5–მეცნიერი თანამშრომელი.
ინსტიტუტის სამეცნიერო–კვლევით საქმიანობის პრიორიტეტებია სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის, ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის, ეთნოტურიზმის და კონკრეტული სოციოლოგიის პრობლემების კვლევა და მისი შედეგების დანერგვა.

აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე ინსტიტუტმა ცალკეული განყოფილებების მიხედვით შეიმუშავა სამეცნიერო საქმიანობის გეგმა 2011–2015 წლებისათვის.

ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილება
1. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები (უძველესი დროიდან დღემდე)
2. ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა(მეორე საერთაშორისო კონფერენციის მასალების გამოცემა)
3. `სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების” აჭარის ოთხტომეულის IV ტომის (აჭარა 1921-1990 წლებში) გამოცემა (2012 წელი)
1. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა-პოპულარიზაცია
2. პეტრა-ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა და კვლევის შედეგებზე ნაშრომების მომზადება და გამოცემა.
3. ძველი ბათუმის ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა
ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება
1. აჭარის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ალბომის მომზადება (2012-2013 წლები) და გამოცემა (2013 წელი)
2. თურქეთის საზღვრებში მოქცეული მაჭახლის ხეობის ზემო ნაწილის-ზედა მაჭახლის (ართვინის ვილაიეთი, ბორჩხის ილჩე) ისტორიულ-ეთნოლოგიური შესწავლა (2011-20123 წლები)
3. ეთნოგრაფიული ექსპედიციების ჩატარება თურქეთის საზღვრებში მოქცეულ სხვა რაიონებში (ზედა მაჭახელი, ჭოროხის ხეობა, ლაზეთი) (2003-214 წლები) და საექსპედიციო შედეგების წიგნად გამოქვეყნება (2015 წელი)
4. აჭარის პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიციის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის ჩატარება (2013).
5. ეთნოლოგიის განყოფილების ფონდებში დაცული მასალების (საექსპედიციო დღიურების) გამოსაცემად მომზადება და დაბეჭდვა (2012-2013 წლები)
6. ქალაქ ბათუმისა და აჭარის ზღვისპირა და მთიანი საკურორტო ზონის ტურისტული რესურსების განვითარების პრობლემები და პერსპექტივები (სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები) (2011-2013 წლები)

ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილება
1. ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის საფონდო მასალების გამოცემა (2011-2013 წლები)
2. თურქეთის წიგნთსაცავებსა და არქივებში არსებული ფოლკლორულ დიალექტოლოგიური და ისტორიული მასალების მოძიება (2011-2013)
3. ზემო აჭარაში (ღორჯომის ხეობა) ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური ექსპედიციების ჩატარება (2011-2012)
4. ფოლკლორული ექსპედიციების მოწყობა საქართველოს ისტორიულ რაიონებში: (შავშეთ–იმერხევი) (2012-2013 წლები)
5. ლაზური ფოლკლორული ტექსტების მომზადება და გამოცემა(2011 წელი)
6. ზურაბ თანდილავას ზღაპრების კრებულის გამოცემა (2011 წელი)
7. ლაზურ-ქართული ლექსიკონის მომზადება (2011-2013 წლები)
დასახელებული სამეცნიერო პრობლემის ფარგლებში ინსტიტუტმა შეიმუშავა ახალი სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის გეგმა, რომელშიც ჩართულია ყველა განყოფილება. გეგმა ითვალისწინებს აჭარის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების (მუნიციპალიტეტების) ისტორიულ–არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, ფოლკლორულ–დიალექტოლოგიურ მონოგრაფიულ შესწავლას (2013–2017 წლები)
სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის უკვე მიღწეული შედეგები და ის პრობლემები, რომლებსაც მიმართულება ისახავს უახლესი პერიოდისათვის, მყარ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ უნივერსიტეტი გახდეს არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო კვლევითი საქმოანობის წამყვან ცენტრად საქართველოში.

ინსტიტუტს შეუძლია აქტიური როლი შეასრულოს უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერებათა დარგებში, რითაც იგი დიდ წვლილს შეიტანს ახალგაზრდა მეცნიერთა კადრების მომზადებაში.

ინსტიტუტის უახლესი წლების სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება ინსტიტუტის შრომების მომზადება და გამოცემა.


სტრუქტურა

ინსტიტუტის დირექტორი, ისტ.აკად. დოქტორი როინ მალაყმაძე

საქმეთა მმართველი
ეთერ ხეცოიძე


სპეციალისტი
ლალი ტუღუში

სპეციალისტი
გივი ნახუცრიშვილი

მძღოლი
ჯამბულ კოპინაძე



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა