მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 























2014-2015 სასწავლო წლის პირველკურსელთა საყურადღებოდ!!!

ძვირფასო პირველკურსელებო,
გილოცავთ სტუდენტობას!
გმადლობთ, რომ არჩევანი ჩვენს ფაკულტეტზე შეაჩერეთ!
გელოდებით, გისურვებთ წარმატებებს!!!
გაცნობებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელთა ადმინისტრაციული (ფინანსური) და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 1-12 სექტემბერს, 10.00 სთ-დან 17 სთ-მდე, 42-ე აუდიტორიაში. შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება 15 სექტემბრიდან.

აკადემიური რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი (დედანი) და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. ფოტოსურათი 3×4, 2 ცალი;
4. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (სტუდენტის სახელისა და გვარის, ასევე ფაკულტეტის მითითებით);
5. ვაჟებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
6. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოთ, ასევე, დასკანერებული და დისკზე ატვირთული სახით. სტუდენტის ანკეტას შეავსებთ ადგილზე.


ფაკულტეტის დეკანატი





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა