მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 























2014-2015 სასწავლო წლისათვის საათობრივი ანაზღაურების წესით მასწავლებელთა და უფროს მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი

საჯარო სამართლისი ურიდიული პირი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება №11


09 ივლისი 2014 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის მასწავლებელთა და უფროს მასწავლებელთა მოწვევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, ბსუ-ს წესდების 22-ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2010 წლის 9 ივლისის №73 დადგენილების და ბსუ-ს რექტორის №01-08/27 (07. 07. 2014) ბრძანების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის საათობრივი ანაზღაურების წესით მოსაწვევ მასწავლებელთა და უფროს მასწავლებელთა შესარჩევად ჩატარდეს კონკურსი;

2. კონკურსის ორგანიზების მიზნითდამტკიცდეს დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი იმ სასწავლო კურსების (საგნების) ჩამონათვალი(დანართი 1), რომელთა წასაკითხად კონკურსის წესით მოწვეული უნდა იყვნენ მასწავლებლები/უფროსი მასწავლებლები;

3. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადის ფორმა (დანართი 2);
ბ) CV (დანართი 3)
გ) დამოწმებული დიპლომის ასლი;
დ) ფოტოსურათი ¾ - 2 ცალი;
ე) პირადობის მოწმობის ასლი.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება კანცელარიული წესით იწარმოოს 2014 წლის 16 ივლისის ჩათვლით;

5. კონკურსის ჩატარების ეტაპების შესახებ (დოკუმენტაციის შემოწმება, გასაუბრება/ლექცია) ინფორმაცია დარგობრივი დეპარტამენტების მიერ განთავსდეს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 2014 წლის 17 ივლისისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2014 წლის 12 სექტემბრისა;

7. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მ. გიორგაძე





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა