მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
 























23 მაისი 2014 წელი
“პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა მონაწილეობა მიიღო თანამშრომლობის პირველ ფორუმში: “პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გამოფენაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სარეკლამო ბუკლეტები, ბანერები, ტექნოლოგიური ფაკულტეტისა და სამშენებლო კომპანიების ურთიერთობის ამსახველი ფოტომასალა, სარეკლამო რგოლი და ,,მშენებლობის მწარმოებლის’’ პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები წარადგინეს. ფორუმი მიზანი იყო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ახალი სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა.

გამოფენა ასევე ითვალისწინებდა სამშენებლო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის საკვალიფიკაციო ჩარჩოში არსებულ პროგრამებზე ინფორმაციის მიწოდებას, საქართველოს სამშენებლო სფეროს შესახებ დისკუსიის წარმართვასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული საკვალიფიკაციო პროგრამების მოთხოვნებზე მსჯელობას. გამოფენის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები მონაწილეობდნენ ეროვნული საკვალიფიკაციო პლატფორმაზე (სამშენებლო სექტორის უნარების კომიტეტი). სამშენებლო სექტორისა და სამშენებლო სფეროს რელევანტური მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს კადრების გადამზადების საკითხებზე.

ფორუმის გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი მარიტა რიდელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით გიგინეიშვილი, მშენებლობის და არქიტექტურის ექსპერტი, პროფესორი - გიგა ბათიაშვილი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ამირან კაცაძე.

გამოფენაში პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას ღებულობდნენ სამშენებლო მიმართულების კერძო სექტორის, სამშენებლო ლოჯისტიკის წარმომადგენლები, ჰიდრო ელექტრო სადგურების (მცირე, პატარა) მშენებელი კომპანიები, სამშენებლო გაერთიანებები, დამსაქმებელთა ასოციაციები, სამშენებლო დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

თანამშრომლობის პირველ ფორუმი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში - პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ქალაქ თბილისის „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზი გაიმართა.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა