მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
 























08 მარტი 2014 წელი

2-8 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიზო ფარცხალაძე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში - სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში-KTH იმყოფებოდა. ვიზიტი 530244-TEMPUS-ის პროექტ-ENGITEC - ის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცია საქართველოში ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ. პროექტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების, კომპანიებთან თანამშრომლობის ახალი მიდგომებისა და ევროპელი პარტნიორების მიერ გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით, საქართველოში უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცისათვის ტექნოლოგიური გამოწვევების საკითხები განიხილეს. ENGITEC - ის პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია „სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი-KTH“.

ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ და ლექციები ჩაატარეს:
1. პროფ. ლენარტ იოჰანსონმა და ვიქტრ კორდასმა თემაზე: კომპანიებთან სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის-KTH თანამშრომლობის სისტემა
2. პროფ. იოჰან ბლაუსი - სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის-KTH ბიზნეს კავშირები
3. პროფ. გორან ფინვედენი ვიცე რექტორი - სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის-KTH მდგრადი განვითარება
4. პროფ. ანდრეს ფლიოდსტრომი - უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ახალი ფორმები
5. პროფ. ფრედრიკ ლეგერგრენი - სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის-KTH აღმასრულებელი სკოლის მუშაობის სისტემა
6. პროფ. ლენარტ სტაალე - შვედეთში ინდუსტრიისა და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობა
7. პროფ. მიჰაი ნიკოლესკუ - სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის-KTH ინდუსტრიული ინჟინერიისა და მენეჯმენტის სკოლა
8. პროფ. ჟოზეფინა ჰაკნერი პოსე და ელინ ფელერსი - KTH-ის კარიერული სერვისის მუშაობა
9. მოხდა სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის-KTH თანამედროვე ლაბორატორიების მუშაობის გაცნობა

საუბარი ეხებოდა სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის-KTH ურთიერთობას მათ ძირითად დამსაქმებელ კომპანიებთან: ,,Scania’’, ,,Ericsson’’, ,,Volovo’’, და სხვ.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა