მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
 























მთავარი >> დეპარტამენტები >> აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი >> დეპარტამენტის შესახებ
დეპარტამენტის შესახებ

2009 წლის დეკემბერში დეპარტამენტებში გატარებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო საქმის დეპარტამენტს ეწოდა აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი.
აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტში (ხელმძღვანელი პროფესორი ვ. პაპუნიძე, სპეციალისტი - დოქტორი ლ. ებრალიძე) გაერთიანებულია სამი მიმართულება:
აგროეკოლოგია - მიმართულების ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ავთანდილ მურვანიძე;
მცენარეთა დაცვა – მიმართულების ხელმძღვანელი სრული პროფესორი, ოთარ შაინიძე;
სატყეო საქმე- მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი, ვანო პაპუნიძე

დეპარტამენტში მოქმედებს ორი საბაკალავრო პროგრამა:
1. აგროეკოლოგია
2. სატყეო მეურნეობა

სამაგისტრო პროგრამა:
1. აგრარული და სატყეო საქმე

სამი სადოქტორო პროგრამა:
1. აგროეკოლოგია
2. მცენარეთა დაცვა

საგანმანათლებლო პროგრამებს ხელმძღვანელობენ: ო.შაინიძე, ა.მურვანიძე, დ.ჯაში, ვ. პაპუნიძე, დ.გვიანიძე.

2009 წლიდან დეპარტამენტში მუშაობს 2 სრული პროფესორი (ო.შაინიძე, ვ.პაპუნიძე), 4 ასოცირებული პროფესორი (ა.მურვანიძე,ნ. ასანიძე, დ.ჯაში), 3 ასისტენტ პროფესორი (ლ.გორგილაძე, გ.ჩხუბაძე, ნ.ნაკაშიძე) და მოწვეული მასწავლებლები - ზ. სიხარულიძე, მ. მეტრეველი, ა. შაინიძე.

აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი აგროეკოლოგიისა და მცენარეთა დაცვის სპეციალობაზე ამზადებს 3 დოქტორანტს.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა