მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისათვის აცხადებს რეფერატულ ნაშრომთა კონკურსს.
კონკურსის მიზანია საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევა–ძიების პროცესში ჩართოს პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის სრულყოფას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 20 იანვრიდან 2012 წლის 20 მარტი ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრში ან გადმოგზავნონ სარეგისტრაციო ფორმა ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე center@bsu.ge.
კონკურსი ჩატარდება 2012 წლის 23-27 აპრილი.

კონკურსზე წარსადგენი რეფერატის მოთხოვნები:
• თემის აქტუალობა;
• თემის ორიგინალობა, შემოქმედებითი მიდგომა პრობლემის შეფასებასა და გადაწყვეტაში;

კონკურსზე წარსადგენი რეფერატის ტექნიკური მოთხოვნები:

• შრიფტი: AcadNusx, Sylfaen;
• შრიფტის ზომა: 12;
• სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1,5;
• რეფერატის მაქსიმალური მოცულობა – 4–7 გვ.;
• თავფურცელზე (პირველ გვერდზე) მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა და კურსი, ნაშრომის მეცნიერ ხელმძღვანელის სახელი, გვარი და აკადემიური ან სამეცნიერო ხარისხი;
• ნაშრომი წარმოდგენილი იქნას ბეჭდური სახით (ხელნაწერი არ მიიღება).

სარეგისტრაციო ფორმა

დებულება





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა