მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
მთავარი >> სტუდენტთა სოციალური პროგრამები
სტუდენტთა სოციალური პროგრამები

დაიწყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის ,,სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ განხორციელება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რსუ-ს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) სტუდენტებს, რომელთაც 2012–2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით ყველა სასწავლო დისციპლინაში მიღებული აქვთ შეფასება “ძალიან კარგი” (81 და მეტი ქულა) და მიეკუთვნებიან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2012 წლის 31იანვრის №02 გადაწყვეტილების თანახმად დადგენილ სოციალურ კატეგორიას;
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს სტუდენტს, რომელიც იღებს რსუ–ს სახელობით ან ჩვეულებრივ სტიპენდიას ან გააჩნია სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა რსუ-ს კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა (პასპორტის) და დაბადების მოწმობის ასლები;
გ) სტუდენტის მოწმობის ასლი ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის სტატუსის მქონე პირებზე);
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000 –ზე);
ვ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;
ზ) საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის შვილი ან ცნობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მშობლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ი) მრავალშვილიანი (ოთხი ან მეტი შვილი) ოჯახის წევრი სტუდენტისა და მისი და – ძმების დაბადებისა და პირადობის მოწმობის ასლები;
კ) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 24 თებერვალი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: რსუ–ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური, II კორპუსი, მესამე სართული, № 315 აუდიტორია. T- 27-64.56




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა