მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
მთავარი >> სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი >> ცენტრის შესახებ
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის შესახებ

სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ჩვენს უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი. სამეცნიერო ცენტრი არის სტუდენტთა საინიციატივო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს და ზრუნავს სტუდენტთა შემოქმედების განვითარებაზე. სამეცნიერო ცენტრის მიერ გახორციელებული ღონისძიებები უკვე ტრადიციულად ტარდება. უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, სესიები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი პერიოდულად გამოცემს სტუდენტთა სამეცნიერო შრომათა კრებულებს.

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტში იმართება საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებს მრავალი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი.

სამეცნიერო ცენტრის უმთავრესი მიზანია გაუწიოს დახმარება სტუდენტებს შემოქმედებითი უნარის განვითარებაში, მოახდინოს სტუდენტთა შორის სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და პროპაგანდირება. წარმართოს საქმიანობა სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, უზრუნველყოს სტუდენტთა მონაწილეობა სხვადასხვა დონის სამეცნიერო კონფერენციებში, დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო-სამეცნიერო, და შემოქმედებითი ღონისძიებანი, დაამყაროს ურთიერთობები სამეცნიერო სფეროში სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან.

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და წარმოადგენს თვითმმართველობის სტრუქტურულ ერთეულს, ცენტრი მუშაობს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ბაზაზე 215 აუდიტორიაში.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა