მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
მთავარი >> ზოგადი ინფორმაცია >> სამსახურის დებულება
სტუდენტთა მომსახურების სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახურის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტატუსს, უფლება-მოვალეობებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახური არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.
3. უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 12. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის უფლებამოსილებაში შედის:
ა) სტუდენტთა საკონსულტაციო მომსახურება;
ბ) სტუდენტური სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) დასაქმების ბაზრის კვლევების განხორციელება და სტუდენთა დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მომსახურება უნივერსიტეტის საერთო ცხოვრებაში ინტეგრირებისა და მათი პრობლემების მოგვარების მიზნით.
ე) სტუდენტებისათვის პერიოდულად სპეციალური სასწავლო და აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების გამართვა;
ვ) სტუდენტთა სამედიცინო კონსულტაციები და ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე დახმარება;
ზ) სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა სოციალური პროექტების მომზადება და განხორციელება;
თ) უზრუნველყოფს სასწავლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალისათვის მიწოდებას;

მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მართვის ორგანოების მიერ შემუშავებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;
ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) სამსახურის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ო) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვოის სხვა ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ერთეული
1. სამსახურის შემადგენლობაში შედის სტრუქტურული ერთეული - სტუდენტთა საცხოვრებელი;
2. სტუდენტთა საცხოვრებლის უფლებამოსილებებია:
ა) სტუდენტთა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში რეგისტრაცია და მათთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა;
ბ) საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა;
გ) საერთო საცხოვრებელში სანიმუშო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
დ) სწავლის დასრულების შემდეგ, ასევე არდადეგების პერიოდში სტუდენთა საერთო საცხოვრებლის რეგისტრაციიდან მოხსნა და რეგისტრაციის შეჩერება;
ე) უნივერსიტეტის მიერ საერთო საცხოვრებლით სარგებლობასთან დაკავშირებით დადგენილი გადასახდელების აკრეფა და უნივერსიტეტის ანგარიშზე შეტანა;
3. სტუდენტთა საცხოვრებელს ხელმძღვანელობს საცხოვრებლის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუყფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
4. საცხოვრებლის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საცხოვრედლის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს საცხოვრებლის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს საცხოვრებლის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანაწილებს საცხოვრებელში შემოსულ დავალებებს;
ვ) ახორციელებს კონტროლს საცხოვრებლის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს საცხოვრებლის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

მუხლი 5. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. სამსახურის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, სამსახურის უფროსის სამსახურებრივი დავალებებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
6. სამსახურის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა