მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილება >> განყოფილების შესახებ
განყოფილების შესახებ

2006 წელს ბათუმის ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ინტეგრირებული იქნა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტრუქტურული ერთეულად ჩამოყალიბდა ტექნიკური ბიოქიმიისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოების განყოფილებად. 2011 წლიდან განყოფილების სახელწოდების რედაქტირება მოხდა - ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილებად.
განყოფილებაში დასაქმებულია 6 მეცნიერ თანამშრომელი და 2 უფროსი ქიმიკოსი.
განყოფილების თანამშრომლები 2000 წლიდან ჩართულები არიან საგრანტო პროექტებში. ამ პერიოდში შესრულებულია სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსებული 10-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. სამუშაოები მიძღვნილი იყო სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პრობლემების მოგვარებაზე. განხორციელებულმა პროექტებმა საშუალება მოგვეცა ჩამოგვეყალიბებინა უვირუსო სარგავი მასალის გამრავლების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვის ბიოტექნოლოგიური ლაბორატორია. გაიმართა მცირე ტექნოლოგიური ლაბორატორია. შეძენილი იქნა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფი, რომელიც შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ორგანული მჟავების, მრავალი ვიტამინის, ალკალოიდების, ფენოლური და სხვა ნაერთების იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი ანალიზი.
განყოფილების სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა:
აბორიგენული და ინტროდუცირებული მცენარეული ნედლეულის და საკვები პროდუქტების ქიმიური, ფიზიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი; ბიოლოგიურად აქტიური ნედლეულის გამოვლენა, მათი თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი;
ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატებისა და პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება, ცალკეული ნაერთების გამოყოფა და იდენტიფიკაცია კვლევის თანამედროვე და კლასიკური მეთოდების გამოყენებით;
მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკა და ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით უვირუსო სარგავი მასალის მიღების, მათ შორის in vitro ქსოვილური კულტურის ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა;
კვების პროდუქტების უსაფრთხოების თანამედროვე მეთოდების დანერგვა.
განყოფილებში ადაპტირებულია კვლევის 150 მეტი სტანდარტიზირებული და ორიგინალური მეთოდი, მათ შორის ქრომატოგრაფიული მეთოდები.
კვლევები ტარდება სახელშეკრებულებლო დაკვეთის ფარგლებშიც, ინერგება მეთოდიკები დამკვეთის ნომინაციის მიხედვით.
განყოფილების თანამშრომლები ჩართული არიან სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში.

სამეცნიერო პერსონალი

1. - მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი, განყოფილების უფროსი;
2. - მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი;
3. - უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი;
4. - უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი;
5. - მეცნიერ - თანამშრომელი;
6. -მეცნიერ - თანამშრომელი;



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა