მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
 























მთავარი >> განყოფილებები >> სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების განყოფილება >> სამეცნიერო თემატიკა
სამეცნიერო თემატიკა

სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიების განყოფილება მუშაობს კვების პროდუქტების წარმოების ახალი ენერგო დამზოგავი, რაციონალური და უნარჩენო ტექნოლოგიების შექმნაზე. მათ საფუძველზე ადგილობრივი ნედლეულიდან: ციტრუსოვნები, სუბტროპიკული ხურმა, კივი, მოცვი, წყავი, ჩაი, ვარდკაჭაჭა და სხვა. მიიღება ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქტები: ნატურალური კონცენტრატები, წვენები, ნექტრები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, გრანულირებული ჩაი, ჩაის კონცენტრატი და სხვა.
განყოფილება აწარმოებს კვლევებს მეჩაიეობის დარგის განვითარებისათვის და ამუშავებს ტექნოლოგიებს ჩაის ახალი სახის პროდუქციის წარმოებისათვის, რომელიც “მოხმარებისათვის მზა ჩაის” (RTD ready-to-drink tea) სახელწოდებითაა ცნობილი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელია. ახალი პროდუქტისათვის საფუძვლის გამომუშავება ხდება უშუალოდ ნედლი ჩაის ფოთლებით და მას მიეცა სახელწოდება “თხევადი ჩაი”. კვლევები მიმდინარეობს სამკურნალო მცენარეებზეც, რომელთა გამოყენებით ჩაი კიდევ უფრო სასარგებლო იქნება.
ასევე მიმდინარეობს კვლევები აჭარაში გავრცელებული აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშებიდან სხვადასხვა ტიპის ღვინის წარმოების ტექნოლოგიების შემუშავებაზე.
განყოფილების ძირითადი თემატიკებია:
1. აჭარაში გავრცელებული ვაზის უნიკალური ჯიშებიდან სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ცქრიალა ღვინოების საცდელი ნიმუშების დამზადება და მათი ბიოქიმიური, ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების დადგენა.

2. აჭარის სუბტროპიკულ ზონაში მოყვანილი ვარდკაჭაჭას და ტოპინამბურის ბიოაქტიური ნაერთების გამოკვლევა და მათი ეფექტური გამოყენების ტექნოლოგიების დამუშავება

3. საერთო და პროფილაქტიკური დანიშნულების ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება

4.ეკოლოგიურად უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი პროდუქტების წარმოები-სათვის ჩაის ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების შემუშავება
5. პოლიფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული სუბტროპიკული ნედლეულიდან.


ბ)სამეცნიერო პერსონალი

1. - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების უფროსი;
2. - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
3. - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
4. - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
5. - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
6. -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
7. - მეცნიერი თანამშრომელი;
8. -მეცნიერი თანამშრომელი;



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა