მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























13 აგვისტო 2014 წელი
პროფესორი ჯემალ ბერიძე - 70

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯემალ ბერიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღვაწლმოსილ პროფესორს იუბილე მიულოცეს და მის მიღწევებზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გიზო ფარცხალაძემ, აკადემიკოსმა ვანო პაპუნიძემ, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ რამაზ სურმანიძემ, კოლეგებმა და მეგობრებმა. პროფესორი ჯემალ ბერიძე წლების განმავლობაში მოწვეულ პროფესორად მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტებზე. ცნობილ მკვლევარს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კავშირგაბმულობის განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის ნაშრომი, 10-ზე მეტი სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო. 2014 წელს გამოიცემა მონოგრაფია "თანამედროვე უსადენო ქსელები: მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები".
1973 წლიდან პროფესორი ჯემალ ბერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მუშაობს, 1982 წლამდე - მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის დოცენტია 1982 წლიდან - ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის გამგე, 2009 წლიდან - სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი. 1975-1982 წლებში იყო კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში.
ჯემალ ბერიძემ 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: `გამოსახულების ციფრული სიგნალების გადაცემა საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელებით~, რომელიც წარმოადგენდა უძრავი და მოძრავი გამოსახულებების სტაციონარული და მობილური სატელეფონო ქსელებით გადაცემის ამჟამად უკვე მოქმედი ტექნოლოგიების პირველ წარმატებულ მცდელობას. ამ სამეცნიერო მიმართულებით, მისი ხელმძღვანელობით, მომზადებულია 2 საკანდიდატო დისერტაცია, 4 დისერტაცია და 10-ზე მეტი სამაგისტრო ნაშრომი. ამჟამად ხელმძღვანელობს 2 დოქტორანტსა და 1 მაგისტრანტს.
1977 წლიდან პროფესორი ჯემალ ბერიძე არის კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, 2008 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების მუშაობაში. საქმიანი ურთიერთობები აქვს ცნობილი კავშირგაბმულობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებთან.
ჯემალ ბერიძე აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა მიზნობრივი განათლების სასწავლო პროცესში (1982-85 წ.წ.), რათა აეთვისებიათ, საქართველოსათვის იმჟამად უახლესი ტიპის ერიქსონის ფირმის საკომუტაციო მოწყობილობების დამონტაჟებისა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხები. მობილური კავშირის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს მთაგორიანი რელიეფის გამო, გაჩნდა პრობლემები მაღალმთიან რეგიონებში მობილური ქსელების საბაზო სადგურებისათვის სიგნალების მიწოდებაზე. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა აქტიური რეტრანსლიატორები გიგაჰერც სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე მზის ბატარეებზე და დამონტაჟდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
პროფესორი ჯემალ ბერიძე 1992 წლიდან ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში. 1992-1995 და 1995-1999 წ.წ. მე-4 და მე-5 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 1992-1995 წლიდან, პარლამენტის კავშირგაბმულობის ქვეკომისიის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა საქართველოს კანონი კავშირგაბმულობის შესახებ. 1994-99 წ.წ. ის დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის საგარეო პოლიტიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.
ჯემალ ბერიძემ სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, მან დაამზადა და დაამონტაჟა ორი საბაგირო გზა: სოფელ ოლადაურში (შუახევის რ-ნი) 2001 წ. სოფელ ქედლებში (ხულოს რ-ნი) 2002წ. მათ შორის, (სოფელ ოლადაურში) უსასყიდლოდ, ქველმოქმედებით, გადასცა სოფელ ოლადაურის საშ. სკოლას. ორივე საბაგირო გზა დღესაც ფუნქციონირებს.
პროფესორი ჯემალ ბერიძე 1998 წელს დააჯილდოვეს ღირსების მედლით, 2013 წელს - ღირსების ორდენით, ასევე გადაეცა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი ჯილდო - სიგელი – ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისათვის.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 199 400 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ