მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ტურიზმის ფაკულტეტი
 
სიახლეები
13 აგვისტო 2014 წელი
უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლად ნორვეგიაში გაემგზავრნენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლებლად ნორვეგიაში გაემგზავრნენ. ახალგაზრდები ტელემარკის უნივერსიტეტში ერთობლივი პროექტის - ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“ ფარგლებში ისწავლიან. ტურიზმის ფაკულტეტის 6 სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობას დაეუფლება, ხოლო ეკოლოგიის სპეციალობის სამი მაგისტრანტი 2-წლიან სასწავლო კურსს გაივლის. კონკურსში მონაწილეობა 110-მა სტუდენტმა მიიღო. პირველ ეტაპზე გადასული 15 სტუდენტიდან გამარჯვებულები ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორებმა - ფრუდე ლენგმა და თემურ აბესაძემ ტრენინგის ჩატარების შემდეგ შეარჩიეს. სტუდენტები რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დეკანებმა, ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და მშობლებმა გააცილეს.
08 ივლისი 2014 წელი
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით
გერმანიის, რუმინეთის, მაკედონიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის ფაკულტეტის დეკანები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანს როსტომ ბერიძეს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ოთხი ქვეყნის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება ტურიზმის მენეჯმენეტის მიმართულებით. პროგრამული აკრედიტაციის გავლის შემდეგ სტუდენტები მობილობის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.
05 ივლისი 2014 წელი
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“
აჭარის მაღალმთიანეთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით V საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. კონფერენციაზე საქართველოს, გერმანიის, ნორვეგიის, სამხრეთ კორეის, მაკედონიის, უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ლიტვის, ყირგიზეთის პროფესორებმა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 100-ზე მეტი მოხსენება წარმოადგინეს. მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენციას ხიხანის ხეობა მასპინძლობდა. მონაწილეებმა სხალთის ეკლესია და სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცათ ასევე ადგილობრივ სამზარეულოსა და ხალხურ შემოქმედებას გაცნობოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ისტორიული ძეგლები მოინახულეს და ხიხანის ციხე დალაშქრეს. ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალი ტურისტული პროდუქტების გაცნობას და მთიან რეგიონში ტურიზმის განვითარების პრობლემების გადასაწყვეტად მეცნიერების, დარგის სპეციალისტებისა და ბიზნესმენების ერთობლივ ძალისხმევას.... »»»
05 ივნისი 2014 წელი
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტება მტირალას ეროვნულ ტყე-პარკში აღნიშნეს. ექსკურსია სასწავლო ხასიათს ატარებდა .
30 მაისი 2014 წელი
I რესპუბლიკური სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ტურიზმი და ახალგაზრდობა 2014“
I რესპუბლიკური სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ტურიზმი და ახალგაზრდობა 2014“ ჩატარდა შოთა რუსთაველის დარბაზში. სესია ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე წარმოადგინეს როგორიცაა: საქართველოს შავიზღვისპირეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივები, სეზონურობა და ტურიზმზე დამოკიდებულების საფრთხე, ეკოტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები აჭარაში. ასევე განიხილეს სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი, აჭარის სასტუმროების მომსახურების ხარისხის კვლევის ანალიზი და რეკომენდაციები, მტირალას ეროვნული პარკი - ტურისტული პოტენციალი და განვითარების პერსპექტივები. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
27 მაისი 2014 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
ტურიზმის განვითარების აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა IV საფაკულტეტო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ფაკულტეტის 30-ზე მეტმა სტუდენტმა.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილე 10 წარმატებული მომხსენებელი, მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ I რესპუბლიკურ კონფერენციაში ,,ტურიზმი და ახალგაზრდობა“, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 30 მაისს და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები.
27 მაისი 2014 წელი
Hilton Batumi - ის ტრენინგები ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
Hilton Batumi - ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტრენინგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დასალევებისა და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მასტერკლასი სახელწოდებით „ახალგაზრდები მასპინძლობის ინდუსტრიაში“ ჩაატარეს და შესაბამის სერტიფიკატები გაასცეს.
აღსანიშნავია, რომ მასტერკლასებს Hilton Worldwide მსოფლიოს მასშტაბით ატარებს და მას არ აქვს ერთჯერადი აქციის სახე, შემდეგი ტრენინგი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მიმდინარე წლის 4 ივნისს გაიმართება.
03 მაისი 2014 წელი
ოჯახში დამზადებული ღვინის VII ფესტივალი
ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა კურთხევით გამართულ ,,ოჯახში დამზადებული ღვინის VII ფესტივალის“ სადეგუსტაციო კომისიის დავჯდომარემ და წევრებმა 2014 წლის 3 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარეს.
სტუდენტებისათვის საინტერესო იყო საკითხები: ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია, ფალსიფიცირებული ღვინის წარმოების აღმოფხვრა და ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ღვინის წარმოებაზე ხელშეწყობის გზები, ღვინის დაგემოვნების და კარგი ღვინის გამორჩევის მეთოდები, ღვინის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში.
ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი უშუალო მონაწილეობას ღებულობდა ,,ოჯახში დამზადებული ღვინის VII ფესტივალში”, სადაც იგი დააჯილდოვეს ნომინაციაში ,,საუკეთესო ზვრები“ .
02 მაისი 2014 წელი
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპო ბათუმი -2014“
სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2014” ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა ტრადიციულად მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპო ბათუმი - 2014” მეშვიდედ იმართება და მასში 7 ქვეყნის 200-მდე კომპანია არის წარმოდგენილი.
21 აპრილი 2014 წელი
ტური ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
სასწავლო-პრაქტიკული ხასიათის ტური ისტორიულ ტაო-კლარჯეთში - ასე ეწოდა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა ორდღიან მოგზაურობას ისტორიულ ტაოში. ფაკულტეტის 42 სტუდენტმა იშხნის, ოშკის, ხახულის, ოთხთას, პარხალის, დოლისყანის ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები მოინახულეს, კულტურულ ტურიზმსა და საექსკურსიო საქმეში პროფესიული უნარ-ჩვევების პირველი გამოცდა იქ, ისტორიულ საქართველოში ჩააბარეს.
ფაკულტეტის მენეჯმენტი მსგავსი ტიპის არა ერთ აქტივობას სამომავლოდაც გეგმავს.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა