მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი
 
სიახლეები
20 ივნისი 2014 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის მონაწილე სტუდენტები დააჯილდოეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა და სასწავლო პროგრამების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანზორ ბერიძემ გამარჯვებულ სტუდენტებს წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს. კონფერენციაზე 300-მდე სტუდენტის მოხსენება იყო წარდგენილი, რომელთაგან საუკეთესო ნაშრომები სტუდენტთა სამეცნიერო შრომათა კრებულში დაიბეჭდება. რექტორის ინიციატივით, მომავალ წელს ბსუ სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს. სამეცნიერო სესია სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
29 მაისი 2014 წელი
ესეების კონკურსის „ქვათა ღაღადის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება
ესეების კონკურსის „ქვათა ღაღადის“ საუკეთესო ნაშრომების ავტორების დაჯილდოება შედგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებზე წარმოდგენილ 30-მდე ესეს შორის 7 გამარჯვებულ კონკურსანტს ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები და სამცხე-ჯავახეთის ერთდღიანი ტურის საგზურები გადასცეს. ესეების კონკურსის მონაწილეებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა აფხაზავამ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა შესთავაზა. ესეების კონკურსი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებითა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
23 მაისი 2014 წელი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრისა და ქალაქ ბათუმის I საჯარო სკოლის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენციები გაიმართა. 22 მაისს ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა შოთა რუსთაველის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სესიაზე სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. 23 მაისს ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა I საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა, ეროვნული საბჭოს შექმნა და 1921 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
25 თებერვალი 2014 წელი
საბჭოთა ოკუპაციის დღე
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დროშის დაშვებით დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ღია ლექცია ჩაატარა თემაზე: „25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე“.
08 თებერვალი 2014 წელი
დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში გაიმართა
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა. შეჯიბრში ქალაქ ბათუმის ოცდაექვსი საჯარო და კერძო სკოლის 110-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, საუკეთესოდ მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი „მამულიშვილნი“ დასახელდა, II ადგილი შპს მასტერკლასის გუნდმა „მასტერკლასმა“ მოიპოვა, ხოლო III ადგილი სამ გუნდს ერგო. ინტელექტუალური თამაში ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს წიგნები, ხატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
02 თებერვალი 2014 წელი
დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში გაიმართა
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა. შეჯიბრში ქალაქ ბათუმის ოცდაექვსი საჯარო და კერძო სკოლის 110-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, საუკეთესოდ მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი „მამულიშვილნი“ დასახელდა, II ადგილი შპს მასტერკლასის გუნდმა „მასტერკლასმა“ მოიპოვა, ხოლო III ადგილი სამ გუნდს ერგო. ინტელექტუალური თამაში ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს წიგნები, ხატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
განკარგულება N - 009
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის 2013 წლის 27 მარტის არჩევნებში სტუდენტური ორგანიზაციებისთვის (საინიციატივო ჯგუფი) დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის განსაზღვრული მანდატების რაოდენობა... »»»
სუბიექტთა რეგისტრაცია... »»»
დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია... »»»




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა