მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
 
უმაღლესი განათლების მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) სამსახურების ამოქმედებას“. (საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 3, პუნქტი2დ )

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
(საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 25, პუნქტი 1 )

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.
(საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 25, პუნქტი 2 )
სიახლეები
10 მაისი 2014 წელი
ვიზიტი პრაღის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან გიორგი მასალკინთან, დავით ბაციკაძესთან და ირაკლი ჯაშთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ერთკვირიანი ვიზიტი მიზნად ისახავდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარების ხელშეწყობას. პრაღის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (CULS) აგრობიოლოგიის, კვების პროდუქტებისა და ბუნებრივი რესურსების, სატყეო საქმეთა და ხე-ტყის რესურსების მართვის ფაკულტეტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელთან პროფესორ იარომირ ნემეცთან გამართულ შეხვედრებზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეებმა შეიმუშავეს თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, ერთობლივ სამეცნიერო მუშაობას, სემინარებისა და კონფერენციების მოწყობას. შეთანხმების თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან, ქართველი სტუდენტები და მაგისტრები 6 თვით ან ერთი წლით აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ ისწავლიან.
24 აპრილი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ბსუ–ს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს 2013–2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სტუდენტთა ელექტრონული ფორმით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები წარუდგინა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთო რაოდენობის თითქმის 50 %. კითხვარში დასმული კითხვები ძირითადად უნივერსიტეტის აკადემიურ და მატერიალურ სფეროს ეხებოდა.... »»»
12 მარტი 2014 წელი
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ხარისხის უზრულველყოფის სამსახურის უფროსი პროფ. ასიკო ცინცაძე, ხარისხის უზრუნველყოფისა ინტერნაციონალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების მიმართულებით გამოცდილების და შედეგების გაზიარების მიზნით, დაესწრო ქუთაისის უნივერსიტეტში პროექტ ,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” (PICQA) ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას, სადაც მოსმენილი იქნა პროქტში მონაწილე უცხოელ პარტნიორთა და ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მოხსენებები პროექტის შედეგების ანალიზსა და აკრედიტაციის პროცესის პრობლემების შესახებ საქართველოში.
27 თებერვალი 2014 წელი
განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრულველყოფის სამსახურის უფროსი ასოც.პროფ. ნანა მაკარაძე დაესწრო გერმანიაში, ქ. დრეზდენში, ტემპუსის საგრანტო პროექტის „ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“ (,,Access to Inclusive Education and Social Integration (ASPIRE)” N530345-TEMPUS-1-2012-1-GE-TEMPUS-JPHES) ფარგლებში ჩატარებული კონსორციუმის მეორე შეხვედრას.
26 თებერვალი 2014 წელი
კობლენცის უნივერსიტეტში (University of Koblenz-Landau, გერმანია) ტემპუსის PICQA–ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა პროექტის მონაწილეთა შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლეილა ახვლედიანი, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ბათუმის უნივერსიტეტის გამოცდილება გაცნო დამსაქმებელთან და საწარმოსთან თანამშრომლობის პრაქტიკისა და პერსპექტივების მიმართებით.
02 თებერვალი 2014 წელი
განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრულველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც.პროფ. ნანა მაკარაძემ მონაწილეობა მიღიო ტემპუსის ,,530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR-MAHATMA’’ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე ,,სწავლის სტრატეგიები“.
26 იანვარი 2014 წელი
განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრულველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც.პროფ. ნანა მაკარაძემ მონაწილეობა მიღიო ტემპუსის ,,530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR-MAHATMA’’ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგში– თემაზე ,,ორგანიზაციული მენეჯმენტი“.
26 დეკემბერი 2013 წელი
თბილისში შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა“, რომელსაც ესწრებოდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ინგა შამილიშვილი.
კონფერენციაზე ტემპუსის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი ლალი ბაქრაძე და ცენტრის წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს უმაღლესი განათლების განვითარების საკითხებზე ესაუბრნენ. ყურადღება გამახვილდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, უმაღლესი განათლების საკვალიფიკაციო ჩარჩოზე, განათლების აღიარებაზე, ბოლონიის სტანდარტებთან დაახლოებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა