მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 























ფაკულტეტის სიახლეები
23 აგვისტო 2014 წელი
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის „კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“
საზაფხულო სკოლა ,,კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“ დასრულდა. ორგანიზატორებმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საზაფხულო სკოლაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 40-მდე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტი მონაწილეობდა. ექვსი დღის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს პროფესორებთან ერთად ლექციებს კითხულობდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების წამყვანი ფიზიკოსები. მეცნიერებმა სტუდენტებს მასალების კვლევის ექსპერიმენტული, თეორიული და კომპიუტერული მოდელირების მეთოდები, თანამედროვე და პერსპექტიული მასალები და მათი ოპტიკური, მაგნიტური და მაგნიტოოპტიკური თვისებების ტექნიკასა და მედიცინაში გამოყენება გააცნეს... »»»
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის „კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო პროექტი „საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის - კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“. პროექტი განხორციელდება 18-23 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.... »»»
05 ივლისი 2014 წელი
„მარი კიურის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი პროგრამების გრანტი“
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა: დავით დევაძემ, ციცინო სარაჯიშვილმა და მასწავლებელმა მარინა აბაშიძემ მონაწილეობა მიიღეს იტალიის ქალაქ პალერმოში საერთაშორისო სამეცნიერო გრანტის „მარი კიურის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი პროგრამების გრანტი“ („Marie Curie’s International Research Staff Exchange Scheme Grants FP7-PEOPLE-2012-IRSES,317721“) ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაში. ორკვირიან საერთაშორისო სესიაზე მონაწილეებმა წაიკითხეს მოხსენება თემაზე: „სიბრტყეზე ერთი არალოკალური ამოცანისათვის ოპტიმალური მართვის პრობლემის შესახებ“ („An optimal Control Problem for an nonlocal Problem on the Plane “). კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საქართველოდან, ბელგიიდან, მექსიკიდან, ავსტრიიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან და იტალიიდან.
16 მაისი 2014 წელი
ზამთრის სკოლა “სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკური პრინციპები”
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ზამთრის სკოლაში - „სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკური პრინციპები“ მიიღეს მონაწილეობა. ბაკალავრიატის სტუდენტები: რეზო თურმანიძე, გურამ შენგელია, სოფიკო ხოზრევანიძე და გია შავაძე, მაგისტრანტი მარად აბაშიძე და დოქტორანტი კახა მახარაძე დარგის სიახლეებსა და პრობლემებს გაეცნენ. ქართველმა და უცხოელმა პროფესორ-მასწავლებლებმა ახალგაზრდებს თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა, მკურნალობის პროცესში არსებული საფრთხეები, რადიაციული ფონის ნორმები ბიოლოგიურ ქსოვილებში და თანამედროვე სამედიცინო აპარატურის ‘’საზიანო მინიმუმების’’ ბიოფიზიკური არსი წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა რამდენიმე ექსპერიმენტსა და საინტერესო ცდაში მიიღეს მონაწილეობა. 16 მაისს გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე რვა გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა. სესიაზე საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა განხორციელებული პროექტების აქტუალობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
15 აპრილი 2014 წელი
აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელებმა ნანა შავაძემ და ლია გოგიტიძემ ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. უწყების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ გამოცხადებული უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის პირობები გააცნეს. პრეზენტაცია
27 თებერვალი 2014 წელი
,,თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიები”
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა მირანდა ხაჯიშვილმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ ღომიძე) გრანტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიები”. ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ ერთკვირიან სამეცნიერო სესიაზე ახალგაზრდა მკვლევარმა მოხსენება წარადგინა თემაზე: „AM Waveform An Unmodulated Carrier Signal Undergoes The Proccess Of Modulation»“.
04 დეკემბერი 2013 წელი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ფიზიკის დოქტორანტმა მირანდა ხაჯიშვილმა, მეცნიერ-ხელმძღვანელი სრ.პროფ. ნუგზარ ღომიძე. დოქტორანტის მიერ წარდგენილი იქნა პროექტი ,,მოდულირებული სიგნალები დისპერსიულ გარემოში”. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს დოქტორანტს მორიგ წარმატებას.
28 ნოემბერი 2013 წელი
პროფესორ-მასწავლებლები ხულოსა და შუახევის სკოლების მეთორმეტე კლასელებს შეხვდნენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს კონსულტაციები გაუწიეს, რაც ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. მათ მეთორმეტე კლასელებს ასევე გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და არსებული სიახლეები. აჭარის მაღალმთიანეთში გამართული შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გასვლით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასოც. პროფ. ლალი კალანდაძემ. ასოც. პროფ. ზებურ ავალიანმა, სრ. პროფ. ნუგზარ ღომიძემ და სრ.პროფ. ონისე სურმანიძემ. ფაკულტეტი მადლობას უხდის პროფესორებს აქტიური თანამშრომლობისათვის.
22 ნოემბერი 2013 წელი
ფიზიკის დოქტორანტი მირანდა ხაჯიშვილი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2013 წლის ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების“ ფარგლებში (პროექტის რეგისტრაციის ნომერი: 2013_tr_340. საგრანტო ხელშეკრულება 03/206) დაფინანსდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,განათლება და მეცნიერება საზღვრების გარეშე” მონაწილეობისათვის. კონფერენცია გაიმართა გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე წლის 17-22 ნოემბერს. დოქტორანტის მიერ წარდგენილი თემა: „Evaluation of Noise In Telecommunication Systems“ სრულად დაიბეჭდა საკონფერენციო მასალებში. ფიზიკა-მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს დოქტორანტს გამარჯვებას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკურ და კომპიუტერუ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის ავთანდილ ბარათაშვილის სახელობითი სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს... »»»




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა