მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საგარეო ურთიერთობათა სამსახური
 
სიახლეები
შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2015-2016 სასწავლო წლისათვის
შვეიცარიის მთავრობამ 2015-2016 სასწავლო წლისათვის ქართველი მკვლევრებისათვის გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამები.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 ნოემბრის 14.00 საათი
სტიპენდიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში ან შემდეგ ბმულზე
სტიპენდიის მოსაპოვებლად , ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენებზე გააგზავნეთ ინფორმაცია, თუ რა სახის სტიპენდიის მიღება გსურთ(კვლევითი, სადოქტორო, თუ პოსტ-სადოქტორო), სამოტივაციო წერილი, აქტუალური და სრული ბიოგრაფია შემდეგ მისამართზე: tif.vertretung@eda.admin.ch
ფაილი-1, ფაილი-2, ფაილი-3
15 სექტემბერი 2014 წელი
საერთაშორისო კონფერენცია „არქეოლოგია 2015 - უძველესი კულტურები ბიბლიურ მიწებზე“
2015 წლის ივნისში იერუსალიმში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია - არქეოლოგია 2015 - უძველესი კულტურები ბიბლიურ მიწაზე
აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე
შეკითხვებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გააგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: desk@archaeologyisrael.com
03 სექტემბერი 2014 წელი
2014-2015 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის მევლანას გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულთა სია
29 აგვისტო 2014 წელი
ჩეხეთის რესპუბლიკა გთავაზობთ სამთავრობო სტიპენდიებს 2015-2016 სასწავლო წლისათვის. 4 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე, (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის) ხოლო 3 სტიპენდია ინგლისურ ენაზე სწავლისათვის (მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის). სპეციალობები: მედიცინა, ტექნიკური საგნები, ინჟინერია, ეკონომიკა, აგრიკულტურა, ენერგეტიკა, ინფორმატიკა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3
25 აგვისტო 2014 წელი
2015-2016 წლისათვის შვეიცარიის მთავრობა გთავაზობთ კვლევით, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიებს. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2014 წლის 12 ნოემბერი... »»»
საფრანგეთის პუატიეს უნივერსიტეტი სთავაზობს პროფესორებს, სტუდენტებსა და დოქტორანტებს საზაფხულო სკოლას, ამა წლის 22 ივნისიდან 2 ივლისამდე.
დანართი-1, დანართი-2
01 ივლისი 2014 წელი
ტემპუსის საგრანტო პროექტის Tempus INOTLES( Innovating Teaching and Learning of European Studies) ფარგლებში ბრიუსელში ევროპისმცოდნეობის ვრიჯეს უნივერსიტეტში პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისთვის სწავლის ახალი ელექტრონული მეთოდების დანერგვის მიზნით ტრენინგი ტრენერებისათვის გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის კოორდინატორი, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ნანა ყურშუბაძე, პროექტის მკვლევარი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი გორგილაძე, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე, ასისტენტ პროფესორი ნატალია ლაზბა, მოწვეული მასწავლებელი ლაშა ბაჟუნაიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტი ბესიკ ბერიძე.
06 ივნისი 2014 წელი
6 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა „საერთაშორისო დღე“ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. დაინტერესებულ პირებს სამსახურის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში აწვდიდნენ ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების, სამთავრობო გრანტების, საერთაშორისო პროექტების შესახებ, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამათა გამოცხადებისა და დედლაინების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება წელიწადში 2-ჯერ უშუალოდ საერთაშორისო პროგრამების გამოცხადების წინ და ტრადიციულად ივნისის პირველ კვირაში, რათა სტუდენტებს აუმაღლდეთ მოტივაცია და შეძლონ წინასწარ დაგეგმონ მომავალი სასწავლო წელი.
06 ივნისი 2014 წელი
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი გთავაზობთ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას, რომელიც კლიმატის ცვლილებების საფუძვლებთან დაკავშირებული ბუნების მცოდნეობის პროექტის ფარგლებში გაიმართება. საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2 ეტაპად: 3-12 აგვისტო, 13-22 აგვისტო. მონაწილეობის ხარჯები გაღებული იქნება პროექტის მხრიდან. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
05 ივნისი 2014 წელი
2014 წლის 3-5 ივნისს სტამბულის არელის უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო ვორქშოპი - ენზიმები ბიოკატალიზისათვის. ვორქშოპი მოიცავს როგორც ზეპირ ,ასევე სასტენდო მოხსენებს
ადრეული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 მაისი 2014 წელი
გვიანდელი რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი 2014 წელი
აბსტრაქტის გაგაზავნის ბოლო ვადაა 19 მაისი.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა