მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №84
19 აგვისტო 2013 წელი
ქ.ბათუმი

სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2012-2013 სასწავლო წლის კურსდამთავრებული, აკადემიური დავალიანების მქონე ზოგიერთი სტუდენტისათვის გამონაკლისის დაშვების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43–ე მუხლის მე–12 პუნქტის, ბსუ–ს წესდების მე–8 და 66–ე მუხლების, ,,ბსუ-ს ფაკულტეტების იმ სტუდენტთათვის ბსუ–ს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამის ვადა ამოიწურა 2012-2013 სასწავლო წლის ბოლოს და ვერ შეასრულეს პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები“ ბსუ-ს რექტორის 2013 წლის აგვისტოს ბრძანებების საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

დაადგინა:

1. სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2012-2013 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ, აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებს, რომლებიც ბსუ-ს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ აქტის გამოსაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მომართავენ ბსუ-ს სწავლის გაგრძელების მოთხოვნით, მიეცეთ შესაძლებლობა 2013-2014 სასწავლო წლის ბოლომდე აითვისონ დავალიანებული საგნები (კრედიტები);

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა 2013-2014 სასწავლო წელს, დადგენილ ვადებში გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია. ამ რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში კი გამოცემული იქნეს ბრძანება მათთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

3. სტუდენტებს, რომელთა დავალიანებული კრედიტების რაოდენობა აღემატება 75–ს, შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი, გამონაკლისის დაშვების გარეშე;

4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ეთხოვოს „რსუ-ს სტუდენტთათვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ რექტორის ბრძანებების შედეგად, წინამდებარე დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი აქტების გამოცემა;

5. ეს დადგენილება საჯარო გამოცხადების მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობისა და ფაკულტეტების დეკანატების საინფორმაციო დაფებზე, ასევე გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზეთში „ბათუმის უნივერსიტეტი“;

6. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე



«««    



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა