მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























MEVLANA-ს გაცვლითი პროგრამა

Mevlana -ს გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს შორის. Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა ფინანსდება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი (მინიმუმ) ან ორი (მაქსიმუმ) სემესტრის განმავლობაში. აკადემიურ პერსონალს შეუძლია ლექციების ჩატარება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი კვირიდან (მინიმუმ) სამი თვის განმავლობაში (მაქსიმუმ).

იმისათვის, რომ გაცვლით პროგრამა Mevlana - ში სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა ისინი უნდა იყვნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, უნდა ჰქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება და ფლობდნენ ინგლისურ ან თურქულ ენას. კონკურში გასულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას.

პირველი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროგრამაში არ იხდიან სწავლის გადასახადს მიმღებ უნივერსიტეტში, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ გადასახადი მშობლიურ უნივერსიტეტში(თუ ისინი სწავლობენ ფასიან სექტორზე).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. აპლიკაცია;
2. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
3. ნიშნების ფურცელი.
4. ინგლისური ან თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/სერტიფიკატი)

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის ვებგვერდი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა – 2014 წლის 22 აპრილი.


პროექტს კოორდინირებას უწევს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი (ელ. ფოსტა ird@bsu.edu.ge; ოთახი №35).

Appliaction form of Academic staff
Application form student ecxchange

Mugla Sitki Kocman Universty
Yalova University
Amasya University
Dicle University
Recep Tayyip Erdoğan University
Artvin Coruh University
Ataturk University
19 მაისის უნივერსიტეტი

ათათურქის უნივერსიტეტში აპლიკაციის შევსება წარმოებს ონლაინ რეჟიმში
Ataturk University

19 მაისის უნივერსიტეტში ონლაინ რეგისტაცია



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 197 956 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ