მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























მთავარი >> სტუდენტური ცხოვრება >> სტუდენტური თვითმმართველობა
სტუდენტური თვითმმართველობა

უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე შეიქმნა და ფუნქციონირებს აპოლიტიკური ორგანიზაცია: ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა (განლაგებულია უნივერსიტეტის 1-ლ კორპუსში, ოთახი №18), რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

სტუდენტური თვიმმართველობის მიზნებია:
• სტუდენტების უფლებებისა და თავისუფლებების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში ხელშეწყობა;
• სტუდენტებისათვის მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, , პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და თვითრეალიზებაში დახმარების გაწევა;.
• უნივერსიტეტის მართვაში. სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;
• სტუდენტთა ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა;
• სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება;
• საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა;
• სპორტული გაერთიანებებისა და წრეების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;.
• გამოფენების, ლიტერატურული ღონისძიებების, შემოქმედებითი საღამოების, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრების ორგანიზება; .
• სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისათვის ხელშეწყობა, უცხოეთის სტუდენტურ ორგანიზაციებთან ინტენსიური ურთიერთობების დამყარება.

სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებობს:

სამეცნიერო საზოგადოება
სამეცნიერო საზოგადოება არის სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო პროექტებს. მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები, გამოდის სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულები.

ინიციატივებისა და პროექტების მართვის სააგენტო
სააგენტო ატარებს ტრეინინგებს პროექტების წერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით. მას გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი, რომლითაც კონკურსის წესით აფინანსებს დამოუკიდებელ სტუდენტურ პროექტებსა და ინიციატივებს.

საქველმოქმედო სამსახური
ეს სტრუქტურული ერთეული ემსახურება ქველმოქმედებას როგორც უნივერსიტეტში, ისე - მის ფარგლებს გარეთ. სამსახური დაეხმარა სტუდენტ გოგონას გადაუდებელი ოპერაციისათვის საჭირო თანხის მოძიებაში. მანვე გამოჰყო ხარჯები ომის შედეგად ქალაქ გორში დაზარალებული სტუდენტებისათვის, აგრეთვე ჩაატარა საქველმოქმედო აქცია მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის მიზნით.

კულტურის სამსახური
ეს სამსახური ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, კულტურისა და სპორტის ცნობილ მოღვაწეებთან შეხვედრებს, “მან-სან-კანის” ტრადიციულ შეჯიბრებებს, ინტელექტუალურ თამაშებს - ,,რა? სად?როდის? “, “ ბრეინრინგებს”, “საპარლამენტო დებატებს” და ა.შ. ის უწევს ორგანიზებას სტუდენტური თეატრის გასტროლებს.

სპორტის კომიტეტი
სპორტის კომიტეტი ორგანიზებას უწევს მრავალი ტრადიციული სპორტული ღონისძიების ჩატარებას: გათამაშდა სტუდენტური თვითმმართველობის თასი მკლავჭიდში, მინი-ფეხბურთში. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გაწევრიანდა აჭარის ფუთზალისა და საპლაჟო ფრენბურთის ფედერაციებში და ა.შ.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 197 956 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ