მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























მთავარი >> მართვის ორგანოები >> რექტორი >> ბიოგრაფია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ალიოშა ბაკურიძე

დაიბადა 1955 წლის 17 აგვისტოს შუახევის რაიონის სოფელ შუბანში, მოსამსახურის ოჯახში.

განათლება:
1972 წელს დაამთავრა შუბნის საშუალო სკოლა.
1974-1979 წწ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე.
1984-1987 წწ სწავლა განაგრძო მოსკოვის ფარმაციის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.

სამეცნიერო ხარისხი, წოდება:
ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

პროფესიული საქმიანობა:
1979-1982 წწ შუახევის რაიონული აფთიაქის გამგე.
1984-87 წწ დაბა ჩაქვის აფთიაქის გამგე.
1987 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტში:
1987-90 წწ ასისტენტი; 1990-95 წწ დოცენტი; 1995-2000 წწ პროფესორი .
1994-2005 წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანი.
2004 წლიდან არის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
2005 წლიდან იოველ ქუთათელაძის ფარმაკო ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი.
2006 წლიდან საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ფარმაცევტული ფაკულტეტის საბჭოს წევრი; ფარმაციაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2008 წლის 5 მაისიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

სამეცნიერო შრომები:
არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, 14 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს 9 საავტორო მოწმობა და 20 პატენტი. არის ავტორი 20 ორიგინალური პრეპარატისა, რომელიც სერიულად იწარმოება ჩვენს ქვეყანაში.
მისი ავტორობით ქართულ ენაზე მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო "წამლის სამრეწველო ტექნოლოგია" და დამხმარე სახელმძღვანელო "ფარმაცევტულ საწარმოს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მეთოდური საფუძვლები".

საზღვარგარეთ სამეცნიერო სტაჟირებები:
2000წ - სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2000წ - ბელგია, ლიეჟის უნივერსიტეტი.
2002-2003წწ. საფრანგეთი,ხმელთაშუაზღვის სხელობის უნივერსიტეტი.
გაიარა ტრეინინგები ფარმაციის სხვადასხვა საკითხებში დანიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ეგვიპტეში, გერმანიაში.

ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 197 956 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ