მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























უნივერსიტეტის სიახლეები
05 ივლისი 2014 წელი
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“
აჭარის მაღალმთიანეთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით V საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. კონფერენციაზე საქართველოს, გერმანიის, ნორვეგიის, სამხრეთ კორეის, მაკედონიის, უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ლიტვის, ყირგიზეთის პროფესორებმა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 100-ზე მეტი მოხსენება წარმოადგინეს. მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენციას ხიხანის ხეობა მასპინძლობდა. მონაწილეებმა სხალთის ეკლესია და სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცათ ასევე ადგილობრივ სამზარეულოსა და ხალხურ შემოქმედებას გაცნობოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ისტორიული ძეგლები მოინახულეს და ხიხანის ციხე დალაშქრეს. ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალი ტურისტული პროდუქტების გაცნობას და მთიან რეგიონში ტურიზმის განვითარების პრობლემების გადასაწყვეტად მეცნიერების, დარგის სპეციალისტებისა და ბიზნესმენების ერთობლივ ძალისხმევას.... »»»
05 ივლისი 2014 წელი
მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში სტუდენტები ჩაერთვებიან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტი გააცნეს. აღწერა 2014 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და მასში წარჩინებული სტუდენტები ჩაერთვებიან. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები დასაქმებამდე მოსამზადებელ კურსს გაივლიან. აღწერა ორ კვირას გაგრძელდება და ანაზღაურება 400-500 ლარით განისაზღვრება. დასაქმების მსურველებმა ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ დასაქმების სააგენტოს ვებგვერდს.
04 ივლისი 2014 წელი
მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ერთობლივი საგრანტო პროექტების მომზადებას, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების ჩატარებას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი სამეცნიერო პროგრამების შექმნასა და განვითარებას ითვალისწინებს.
03 ივლისი 2014 წელი
განათლების დოქტორის ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ განათლების დოქტორის, ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. განათლების დოქტორმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის ხუთდღიანი სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,კვლევის მეთოდები საგანმანათლებლო კლასში: განათლების გადაწყვეტილებათა მიღება მონაცემთა საფუძველზე“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: კვლევა საგანმანათლებლო კლასში, ემპირიული და ნორმატიული მიდგომები, კვლევის როლი პროფესიულ პრაქტიკაში, კვლევის რაოდენობრივი, თვისობრივი და შერეული მეთოდური მიდგომების განსაზღვრა, კვლევების გამოყენება საგანმანათლებლო პრობლემებთან მიმართებაში და შეფასებითი კვლევა. ანა გილ-გარსია 1974 წლიდან მოღვაწეობს დასავლეთ მიჩიგანის, კარაკასის, ქაიროსა და ილიონისის უნივერსიტეტებში. საჯარო ლექცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა.
02 ივლისი 2014 წელი
მემორანდუმი ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მმართველობის ქვეშ არსებულ ქუთაისის სასწავლო ცენტრთან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მმართველობის ქვეშ არსებულ ქუთაისის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ქუთაისის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კლინიკურ უნარ-ჩვევებში დახელოვნებასა და მედიკოსთა უწყვეტ პოსტდიპლომური განათლების ხელშეწყობას. ბსუ-ში მოქმედებს სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი, მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება და სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
01 ივლისი 2014 წელი
ტემპუსის საგრანტო პროექტის Tempus INOTLES( Innovating Teaching and Learning of European Studies) ფარგლებში ბრიუსელში ევროპისმცოდნეობის ვრიჯეს უნივერსიტეტში პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისთვის სწავლის ახალი ელექტრონული მეთოდების დანერგვის მიზნით ტრენინგი ტრენერებისათვის გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის კოორდინატორი, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ნანა ყურშუბაძე, პროექტის მკვლევარი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი გორგილაძე, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე, ასისტენტ პროფესორი ნატალია ლაზბა, მოწვეული მასწავლებელი ლაშა ბაჟუნაიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტი ბესიკ ბერიძე.
25 ივნისი 2014 წელი
ტემპუსის პროექტი ”უნივერსიტეტი-საწარმო თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით”
ტემპუსის პროექტის ”უნივერსიტეტი-საწარმო თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით” ფარგლებში უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე: „უნივერსიტეტების და საწარმოების თანამშრომლობა: სტრატეგიები და შესაძლებლობები სწავლების და კვლევის ეკონომიკური განვითარებისთვის“. პროექტი ითვალისწინებს მრეწველობის, ეკონომიკისა და ბიზნესის სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის ეფექტური, მდგრადი მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას. კონფერენციაზე პროექტის მონაწილეებმა შეაჯამეს სამი წლის განმავლობაში წარმოებულ კვლევის შედეგები. ასევე განიხილეს ეკონომიკის სექტორთან თანამშრომლობის მდგრადობის მექანიზმები და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.... »»»
24 ივნისი 2014 წელი
ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული
ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმისა და „მერების შეთანხმების“ ევროპული ინიციატივის წარდგინება გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. მერების შეთანხმების თბილისის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვილმა და ბათუმის მერიის სტრატეგიული დაგეგმვის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსმა ლაშა ნაკაშიძემ სტუდენტებს კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული პრობლემები, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ენერგიის ეფექტური მოხმარების შესაძლებლობები და ქალაქის განვითარების პერსპექტივები გააცნეს... »»»
23 ივნისი 2014 წელი
ტემპუსის საგრანტო პროექტის ტრენინგი
ტემპუსის საგრანტო პროექტის „ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების უნივერსიტეტში კულტურული და სტრუქტურული ცვლილებების გზით“ (”Promoting Internationalization of HEIs in Eastern Neighbourhood Countries through Cultural and Structural Adaptations (PICASA)“ ეგიდით ქალაქ ლიუვენის კათოლიკურ კოლეჯში (KHLeuven Belgium) სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის როლი უმაღლეს დაწესებულებებში“. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის კოორდინატორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ლილით მელოიან-ფუტკარაძემ და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნათელა წიკლაშვილმა.
23 ივნისი 2014 წელი
შეხვედრა ბრიტანეთის ქალაქ ბორმუთის მერთან როდნი კუპერთან
ბრიტანეთის ქალაქ ბორმუთის მერი როდნი კუპერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ასევე ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე. შეხვედრის დასასრულს, ქალაქ ბორმუთის მერმა როდნი კუპერმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
20 ივნისი 2014 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის მონაწილე სტუდენტები დააჯილდოეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა და სასწავლო პროგრამების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანზორ ბერიძემ გამარჯვებულ სტუდენტებს წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს. კონფერენციაზე 300-მდე სტუდენტის მოხსენება იყო წარდგენილი, რომელთაგან საუკეთესო ნაშრომები სტუდენტთა სამეცნიერო შრომათა კრებულში დაიბეჭდება. რექტორის ინიციატივით, მომავალ წელს ბსუ სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს. სამეცნიერო სესია სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
18 ივნისი 2014 წელი
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება
საზაფხულო თეატრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 79-ე საზეიმო გაცილება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მანტიებში გამოწყობილ წარჩინებულ სტუდენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრება მიულოცა და სიგელები გადასცა. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა, აჭარის სპორტისა ახალგაზრდობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მერაბ ნაგერვაძემ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოეს. უნივერსიტეტი წელს 1044 სტუდენტმა დაამთავრა, მათგან წარჩინებული 46 კურსდამთავრებულია.... »»»
17 ივნისი 2014 წელი
ალი თანდილავას წიგნის - „ლაზური ლექსიკონი“ წარდგინება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ფილოლოგისა და ისტორიკოსის ალი თანდილავას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა ჩატარდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, მეცნიერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ცნობილი მკვლევარი გაიხსენეს და მისი სამეცნიერო მიღწევები შეაფასეს. ასევე შედგა ალი თანდილავას წიგნის - „ლაზური ლექსიკონი“ წარდგინება. ნაშრომი პროფესორ მერაბ ჩუხუას რედაქტორობით გამოიცა და 23000 ლექსიკურ ერთეულს მოიცავს. თითოეულ სიტყვას დართული აქვს მრავალფეროვანი მასალა, საილუსტრაციო წინადადებები და ფრაზები. სოლიდური გამოცემა ხელს შეუწყობს ქართულის მონათესავე მეგრული, ლაზური და სვანური ენების საფუძვლიან გამოკვლევას, ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და ისტორიის შესწავლას.
16 ივნისი 2014 წელი
თანაბარი შესაძლებლობების დაცვის კვირეული
თანაბარი შესაძლებლობების დაცვის კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულ ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უმასპინძლა. ტემპუსის პროექტის ესპაიერის (ASPIRE) ეგიდით გამართულ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის ინკლუზიური ჯგუფის მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი სახელოვნებო შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საღამოს დასასრულს ფრანები გაუშვეს, ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და ქალაქში ღია მატარებლით გაასეირნეს. ღონისძიება განათლების ფაკულტეტისა და აჭარის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით ჩატარდა.
14 ივნისი 2014 წელი
რექტორებმა ინკლუზიის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ’’-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - ჯიპას რექტორებმა ხელი მოაწერეს ინკლუზიის დეკლარაციას. შეთანხმების მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა განათლების ყველა ეტაპზე და სწავლებაში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ ინკლუზიური განათლების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს.





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 197 956 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ