მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
განათლების ფაკულტეტი
 























ფაკულტეტის სიახლეები
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში ცხადდება კონკურსი მოწვეული მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობებზე... »»»
28 ივნისი 2014 წელი
ტრენინგები სტუდენტებისთვის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ტრენინგის "ლიდერობა მომავლისთვის" მონაწილე სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა თამაზ მჟავანაძემ და განათლების ფაკულტეტის დეკანმა მადონა მიქელაძემ სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი ტრენინგი დაიწყო თემაზე: „ერთად ვისწავლოთ პროექტის წერა“. ორი დღის განმავლობაში სტუდენტები პროქტის შექმნის წესებს, უნარ-ჩვევებსა და განხორციელების გზებს გაეცნობიან.
16 ივნისი 2014 წელი
თანაბარი შესაძლებლობების დაცვის კვირეული
თანაბარი შესაძლებლობების დაცვის კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულ ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უმასპინძლა. ტემპუსის პროექტის ესპაიერის (ASPIRE) ეგიდით გამართულ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის ინკლუზიური ჯგუფის მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი სახელოვნებო შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საღამოს დასასრულს ფრანები გაუშვეს, ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და ქალაქში ღია მატარებლით გაასეირნეს. ღონისძიება განათლების ფაკულტეტისა და აჭარის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით ჩატარდა.
14 ივნისი 2014 წელი
რექტორებმა ინკლუზიის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ’’-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - ჯიპას რექტორებმა ხელი მოაწერეს ინკლუზიის დეკლარაციას. შეთანხმების მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა განათლების ყველა ეტაპზე და სწავლებაში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ ინკლუზიური განათლების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს.
30 აპრილი 2014 წელი
მეორე სასკოლო სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში მოსწავლეთა მეორე სასკოლო სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. სკოლა "ნიკეს" მოსწავლეებმა კონფერენციაზე ნაშრომები წარადგინეს ქართულ ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, რუსულ ენისა და ლიტერატურის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის და ხელოვნების მიმართულებით. განათლების ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტებითა და პროფესორ-მასწავლებლებით დაკომპლექტებულმა კომისიამ მოხსენებები შეაფასა და 25 მონაწილიდან 4 საუკეთესო თემის ავტორი გამოავლინა.
16 აპრილი 2014 წელი
,,მიგრაცია და კულტურათაშორისი დიალოგი“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტს ქალაქ კიშინევის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ისტორიის ახალგაზრდა მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ტიმურ ლუკინი ეწვია. სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა თემაზე: ,,მიგრაცია და კულტურათაშორისი დიალოგი“ და მასწავლებლის მეთოდოლოგიური გზამკვლევი წარმოადგინა. გზამკვლევი მოლდოვაში ყოველწლიურად გამოდის და დიდ დახმარებას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან. მხარეთა შეთანხმებით, მეთოდოლოგიური გზამკვლევის მორიგი ნომრის შედგენაში მოლდოველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
16 აპრილი 2014 წელი
განათლების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს: მენტორ-მაძიებლის პროექტის კოორდინატორს ეკატერინე მამაცაშვილს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების სამსახურის უფროსს ნინო ელბაქიძეს შეხვდნენ. სტუმრებმა წარმოადგინეს მაძიებლობის პროგრამა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ვალდებულებებს. მაძიებლობის პროგრამა ეხმარება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიის დაუფლებაში.
15 აპრილი 2014 წელი
II სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,, სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში II სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. მასში სტუდენტებთან ერთად აჭარის 19 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 60-მდე მომხსენებელმა თემები პედაგოგიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით წარმოადგინეს და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: მასწავლებლის პედაგოგიური უნარ-ჩვევები და მათი გამოყენების თავისებურება, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დაგეგმილი გაკვეთილი, დისკუსიის როლი სწავლებაში, შავი ზღის ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები, სამედიცინო გენეტეკის მორალური პრობლემები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა სკოლა ,,ნიკეს“ ლიტერატურულ-თეატრალიზებული წარმოდგენა ,,სიყვარულის მელოდიები“. უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის კლუბის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლის დაახლოებას, სამეცნიერო მუშაობის სწავლებას, საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას ისახავს მიზნად.
21 მარტი 2014 წელი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ა)აიპ ,,შშმ პირების უფლებებისათვის“ და განათლების ფაკულტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბსუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,საგრანტო პროექტის მომზადება-წარდგენის თავისებურებები“. ორდღიან ტრენინგს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრული პროფესორი გული შერვაშიძე და ასისტენტ პროფესორი ნანა მამულაძე უძღვებოდნენ. მონაწილეები ,,საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
21 თებერვალი 2014 წელი
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტსა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის“ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა პროექტის ,,შშმ პირები და საზოგადოება“ განხორციელება, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები სკოლებში ლექციებს ჩაატარებენ მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების თანამონაწილეობით. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ განათლების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს პროქტი წარუდგინა. თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციას.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა