მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
სიახლეები
11 მარტი 2014 წელი
უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრების მორიგი წარმატება
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2014 წლის სტუდენტური ლიგის თამაშები ფუტსალში განახლდა. უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდების შეხვედრა ბათუმელების გამარჯვებით, ანგარიშით 10:5 დასრულდა. ბსუ-ს ფუტსალის ნაკრები შემდეგ თამაშს 14 მარტს, სპორტკომპლექს „არენა-2“-ის დარბაზში გამართავს და ილიაუნის გუნდს დაუპირისპირდება. უმაღლეს ლიგაში პირველობისათვის 12 ნაკრები იბრძოლებს და გამარჯვებული 19 მაისს გამოვლინდება. ჩემპიონატი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და კომპანია „ბილაინის“ მხარდაჭერით იმართება.
08 თებერვალი 2014 წელი
დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში გაიმართა
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა. შეჯიბრში ქალაქ ბათუმის ოცდაექვსი საჯარო და კერძო სკოლის 110-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, საუკეთესოდ მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი „მამულიშვილნი“ დასახელდა, II ადგილი შპს მასტერკლასის გუნდმა „მასტერკლასმა“ მოიპოვა, ხოლო III ადგილი სამ გუნდს ერგო. ინტელექტუალური თამაში ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს წიგნები, ხატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
15 ნოემბერი 2013 წელი
უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრები ასპარეზობას უმაღლეს ლიგაში განაგრძობს
საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 2014 წლის სტუდენტური ლიგის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა ფუტსალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა. ზუგდიდში გამართული თამაშში შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ნაკრები დამარცხდა ანგარიშით 3:2. სტუდენტური ლიგის პირველი ტურის გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას უმაღლეს ლიგაში განაგრძობს. პირველობა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და კომპანია „ბილაინის“ მხარდაჭერით ტარდება.
08 ნოემბერი 2013 წელი
კალათბურთში სუპერლიგის მე-4 ტური ბსუ-ს გუნდის გამარჯვებით დასრულდა
ბათუმის სასპორტო სკოლის საკალათბურთო დარბაზში კალათბურთში სუპერლიგის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა. პირველობისთვის ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი და ქუთაისის საკალათბურთო გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 87:85 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატი 19 ოქტომბერს დაიწყო და მასში 9 გუნდი მონაწილეობს: "შსს აკადემია", "ოლიმპი", "არმია", "ქუთაისი", "დინამო", "სოხუმი", "რუსთავი", "ბათუმი", "მაკაბი".
01 ნოემბერი 2013 წელი
სტუდენტურის ლიგის I ტური უნივერსიტეტის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა სიახლე
საქართველოს უნივერსიადის ფარგლებში, 2013-2014 წლის სტუდენტურის ლიგის შესარჩევი ეტაპის I ტური გაიმართა ფუტსალში. პირველობის მოსაპოვებლად ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 4:2, უნივერსიტეტელების გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის შემდეგი შესარჩევი ეტაპები 15 ნოემბერს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტსა და 3 დეკემბერს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეჯიბრი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და კომპანია „ბილაინის“ მხარდაჭერით ტარდება. ტურნირში ქვეყნის ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაკრები მონაწილეობს.
22 ოქტომბერი 2013 წელი
აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის სახელობის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, V ქვეითი ბრიგადის კაპრალ ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში. პირველობამ სტარტი 15 ოქტომბერს აიღო და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის პირველკურსელებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი ორ ქვეჯგუფად ჩატარდა და გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის (IV გუნდი) და ტექნოლოგიური ფაკულტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ანგარიშით 8:3, ტექნოლოგიური ფაკულტეტის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი პირველად ჩატარდა, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
16 ოქტომბერი 2013 წელი
რეფერატულ ნაშრომთა კონკურსისა და სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება
რეფერატულ ნაშრომთა კონკურსისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა შოთა რუსთაველის დარბაზში. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსსა და კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის 239 სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტ „განათლების სივრცის“ ფარგლებში რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა ასევე ბათუმის საჯარო სკოლების 160-მა მოსწავლემ. ახალგაზრდებმა რეფერატული ნაშრომები 18 სექციის, ხოლო სამეცნიერო მოხსენებები - 22 სექციის მიმართულებით წარმოადგინეს.
12 სექტემბერი 2013 წელი
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“ კულტურისა და ხელოვნების XIII საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი ,,ტბეთი“ კულტურისა და ხელოვნების XIII საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. საერთაშორისო ფესტივალი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველებთან ერთად ქორეოგრაფიული შესაძლებლობები წარმოაჩინეს თურქმა, ბულგარელმა, სლოვაკელმა, მაკედონელმა, სლოვენიელმა და სხვა ეროვნების მოცეკვავეებმა. ფესტივალის ორგანიზატორებმა პირველი ადგილის მფლობელ ანსამბლ ,,ტბეთს“ თასი, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და კულტურისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს.
13 ივნისი 2012 წელი
სტუდენტური დღეები „აჭარა 2012“
სტუდენტური დღეები „აჭარა 2012“ საზეიმო მსვლელობით ბათუმის ქუჩებში დაიწყო და ფიჭვნარის ზღვისპირა პარკში კონცერტით დასრულდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს რამდენიმე საათის განმავლობაში ოთხ ნომინაციაში ეჯიბრებოდნენ. კომპეტენტურმა ჟიურიმ მის სტუდენტი, საუკეთესო ორიგინალური და ფოლკლორული ნომერი, მან-სან-კანისა და ფეხბურთის გუნდი გამოავლინა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“ ცეკვის „ქალთა ხორუმის“ შესრულებით საუკეთესო ორიგინალური ნომრის ნომინაციაში გაიმარჯვა.
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისათვის აცხადებს რეფერატულ ნაშრომთა კონკურსს.
კონკურსის მიზანია საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევა–ძიების პროცესში ჩართოს პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის სრულყოფას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.... »»»




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა