მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
 























სიახლეები
02 აპრილი 2014 წელი
უნივერსიტეტში აკადემიკოს გურამ პაპუნიძის იუბილე აღინიშნა
უნივერსიტეტში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, აკადემიკოს გურამ პაპუნიძის დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლის იუბილე აღინიშნა. ღვაწლმოსილ მეცნიერს იუბილე მიულოცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, კოლეგებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მეგობრებმა. გურამ პაპუნიძეს რამდენიმე ათეული წელია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. იყო საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მთავარ მეცნიერ-კონსულტანტად.... »»»
11 მარტი 2014 წელი
ინსტიტუტის 2013 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. „თხევადი კვების პროდუქტების წარმოებებში მემბრანული ტექნოლოგიის მრავალჯერადად გამოყენებისთვის მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური პროცესების და სარეგენერაციო ხსნარების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება“ (FR/164/3-200/13) რაულ გოცირიძის ხელმძღვანელობით განხორციელდება. ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილების სამეცნიერო პროექტის მიზანია საქართველოში კვების მრეწველობის საწარმოებში, თხევადი პროდუქტების ფილტრაციისათვის თანამედროვე, ეფექტური მემბრანული ტექნოლოგიის დანერგვა. მკვლევარები შეისწავლიან არსებული საწარმოების მიერ წარმოებულ თხევად პროდუქციას, მრავალკომპონენტიანი ნივთიერებების თანაფარდობათა ცვლილებით, ბარომემბრანების მახასიათებლის (სელექტიურობა, წარმადობა) სრული აღდგენის პირობებს. კვლევა ითვალისწინებს ცალკეული თხევადი პროდუქციის მემბრანული ფილტრაციას, ფილტრაციის შემდგომ გაბიდნული მემბრანების რეგენერაციისათვის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენას, სარეგენერაციო ხსნარების შერჩევასა და რეგენერაციის ოპტიმალური პარამეტრების დადგენას. ... »»»



 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა