მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























ბსუ-ს თანამშრომელთა საყურადღებოდ!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, შენდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და სავანე. უნივერსიტეტის თანამშრომლებს ეძლევათ აქციაში მონაწილეობის საშუალება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, შენდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და სავანე. უნივერსიტეტის თანამშრომლებს ეძლევათ აქციაში მონაწილეობის საშუალება.

,,ეს არის მეტად მნიშველოვანი მოვლენა ჩვენს ისტორიაში; ყოველი ქართველი როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში...“ - ბრძანებს უწმიდესი.

პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ტაძრის მშენებლობისათვის სპეციალური ფონდი - ,,ივერიისა“ დაფუძნდა.

აქცია ნებაყოფლობითია და მასში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა.

აქციაში მონაწილე თანხას ყოველთვიურად სწირავს იმ ოდენობით, რისი საშუალებაც გააჩნია.

თქვენ მიერ მითითებული ყველა ადამიანის სახელი და გვარი ჩაიწერება ორ დიდ, ცოცხლებისა და გარდაცვლილების წიგნში. ეს წიგნები საუკუნოდ დაიდება სრულიად საქართველოს თანაბარი მონაწილეობით აშენებულ ტაძარში.

მსურველებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დანართში. ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურს (ოთახი №31, ტელ: 27 15 39).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა