მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე გაიაროს რეგისტრაცია 2014 წლის 1 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით

სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3.სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
5. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;
6. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია).

2. ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა ბსუ–ს სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
4. სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ

საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია).

3. ბსუ–ში აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველმა სტატუსშეწყვეტილმა ან სტატუსშეჩერებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების ბრძანების ასლი;
5. სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
6. სავალდებულოა სტუდენტთა რეესტრში დარეგისტრირება, როგორც შეწყვეტილი სტატუსის მქონე სტუდენტი (ამისათვის მიმართეთ შესაბამის ფაკულტეტს);

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ/სტატუსშეწვეტილი პირის აღდგენა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სრულად იქნება დაფარული ფინანსური დავალიანება და აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ცნობა.

საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 1 (კანცელარია).

ბრძანება N-01-08/33





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა