მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























სტუდენტთა საყურადღებოდ!

ახალი სასწავლო წელი ბაკალავრიატში დაიწყება 15 სექტემბერს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში 29 სექტემბერს. სტუდენტთა აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 1-ლი სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში:

1. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.N32 , ოთახი №517, მე-5 სართული;
2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.32, ოთახი №315, მე-3 სართული;
3. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.32, ოთახი №228, მე-2 სართული;
4. ტურიზმის ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.N32, ოთახი №121, პირველი სართული;
5. განათლების ფაკულტეტი (უნივერსიტეტის I კორპუსი, ნინოშვილის N35, აუდიტორია №50, მე-3 სართული;
6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (უნივერსიტეტის I კორპუსი, ნინოშვილის ქ.N35, აუდიტორია №42, მე-2 სართული;
7. ტექნოლოგიური ფაკულტეტი (ფიროსმანის ქუჩა N12, ოთახი 103, პირველი სართული)

სწავლის წლიური საფასურის გადახდა მოხდება ეტაპობრივად - 6 ნაწილად: I ეტაპი – ბაკალავრიატის საგანმანათ-ლებლო პროგრამის სტუდენტთათვის – 27 სექტემბრის ჩათვლით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის – 11 ოქტომბრის ჩათვლით.
II ეტაპი – 08 ნოემბრის ჩათვლით;
III ეტაპი – 27 დეკემბრის ჩათვლით;
IV ეტაპი– 28 თებერვლის ჩათვლით;
V ეტაპი – 11 აპრილის ჩათვლით;
VI ეტაპი – 30 მაისის ჩათვლით;


პირველკურსელებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
• პირადობის მოწმობა/პასპორტი - დედანი და ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - დედანი და ასლი;
• ორი ფოტოსურათი (3×4) ასევე ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.

უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:

სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი"
საიდ. კოდი: 245428158
მომსახურე ბანკი: სს ,,ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE 22
ა/ა: GE69 BS00 0000 0000 1335 57





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა 3 197 956 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ