მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
 

 
 
იურიდიული ცნობარი უნივერსიტეტის წესდება ბიბლიოთეკა გამომცემლობა სტუდენტური ცხოვრება გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” საპატიო დოქტორები ემერიტუს-პროფესორები გაცვლითი პროგრამები
და სამეცნიერო გრანტები
სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა დაცული დისერტაციები ელ. ფოსტა



























18 აგვისტო 2014 წელი
TEMPUS-ის პროექტი ,,უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება საქართველოში“

უნივერსიტეტი TEMPUS-ის პროექტის ,,უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება საქართველოში“ პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეხვედრას მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ ფოგტი ტრენინგებს ატარებს თემაზე: ,,ფინანსური მენეჯმენტი“. სემინარის 20 მონაწილე საქართველოდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან დაფინანსების დონეებზე, ძირითად მოდულებზე და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების სტრატეგიის ძირითად ელემენტებზე იმსჯელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების უწყვეტ განათლებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებია:
• სტრატეგიის შემუშავება
• უწყვეტი განათლების ცენტრის ჩამოყალიბება
• სპეციალური ტრენინგ-პროგრამების მომზადება
• პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შემუშავება
• სახელმძღვანელოს მომზადება

პროექტის პარტნიორები:
1.ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აპლიკანტი) 2.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 3. აპოლონ ქუთათელაძის თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია 4. გერმანელ მოზარდთა განათლების ასოციაციის ინსტიტუტი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (საქართველო) 5.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6.ბათუმის საზღვაო აკადემია 7.ვანადორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (სომხეთი) 8.ბრიუსოვის სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტი (სომხეთი) 9.გერმანელ მოზარდთა განათლების ასოციაციის სომხეთის ფილიალი 10.გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია) 11.კავკაზის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი) 12. ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი) 13. აზერბაიჯანის მოზარდთა განათლების ასოციაცია 14. ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) 15. ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)





 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 15.09.2014
გვერდი იხილა